შოუბიზნესი როგორ შეცვალა ქეთა თოფურია გათხოვებამ? 2014, 5 მაისი, 22:05
ქეთა თოფურია გათხოვებამ ცოტათი შეცვალა, გაიზარდა, თუმცა მის ხასიათში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა. "ქეთა ოჯახის შექმნის შემდეგ სხვანაირად აზროვნებს და გაიზარდა. ამან ძალიან დაასერიოზულა-მეთქი, ვერ გეტყვი. ალბათ ტიპაჟია ასეთი და ყოველთვის ასე იქნება. თუმცა, რომ გაიზარდა, ამას ყველა ამჩნევს. პრინციპში, როცა ერთი ქალი ხარ და გასრტოლები და კონცერტები 7 მამაკაცთან ერთად გაქვს, ძალაუნებურად, მათ შეხედულებებს ეჩვევი. მით უმეტეს, არც ერთი არაა პატარა ბიჭი – გინდა, არ გინდა გაიზრდები. თუმცა, ქეთა ცდილობს, რომ თავისი ახალგაზრდული შემართება არ დაკარგოს"-გვიამბობს მომღერლის დედა, ნატა თოფურია. უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ჭორები მომღერლის ფეხმძიმობის შესახებ. სამწუხაროდ ჭორი ჭორად დარჩა, ქეთა ჯერ ბავშვს არ ელოდება. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 438 6-ს მოსწონს 1-ს არა
|