კონფლიქტები უკრაინაში 21 წლის მედდა მოკლეს 2014, 5 მაისი, 19:22 კრემატორსკში მოკლული იქნა 21 წლის მედდა იულია იზოტოვა თავის სამ მეგობართან ერთად. ახალგაზრდები ცდილობდნენ ავტომობილით გასცლოდნენ იქაურობას. თვითმხილველების თქმით, გოგონას ორი ტყვია მოხვდა ავტომობილის უკანა სავარძლის გავლით. იულია იზოტოვამ სულ ახლახან დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი, იგი დაჭრილებს ეხმარებოდა, გადაჰყავდა, მიჰქონდა მათთვის საკვები, წყალი და მედიკამენტები. "იგი დასახმარებლად იყო მოსული-იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი -ჩვენ უბრალოდ გადავაადგილდებოდით, სამხედროები კამუფლიაჟში გვაფრთხილებდნენ, საგუშაგოსთან ახლოს არ მივსულიყავით, თორემ გვესროდნენ, ჰაერში ისროდნენ, რომ შევეშინებინეთ, გოგონა უბრალოდ ადამიანების დასახმარებლად იყო ჩამოსული, როდესაც უკვე წასვლა დააპირა, BTR-იდან ცეცხლი გაუხსნეს, სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, იულია იზოტოვას კი ორი ტყვია უკანა სავარძლის გავლით მოხვდა, იგი ადგილზე გარდაიცვალა." 188 4-ს მოსწონს
|