მხატვრობა 3D ნახატები ახალი ზელანდიის სანაპიროზე. 2014, 5 მაისი, 14:25 ბოლო რამდენიმე თვეა, ახალ ზელანდიელი მხატვრის და შემოქმედის, ჯემი ჰარკინსის დახმარებით, ახალი ზელანდიის სანაპიროები ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა, ვიდრე სხვა სანაპიროები. ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სანაპირო, რისი მიზეზიც ქვიშაზე შესრულებული 3D (სამგანზომილებიანი) ნახატებია. ჯემი უკვე რამდენიმე თვეა, თავის მეგობარ მხატვრებთან ერთად, ყოველ კვირას, დილიდან ზღვის სანაპიროზე ახალ შედევრებს ქმნის. შემოქმედებითი პროცესის ხილვა კი ნებისმიერ იქ მყოფ დამსვენებელსა თუ ადგილობრივ ხალხს შეუძლია. ეს იდეა მხატვარს მაშინ გაუჩნდა, როდესაც ე.წ. ქუჩის მხატვრობას ათვალიერებდა. მაშინ იფიქრა, რომ ქვიშა საუკეთესო მასალა იქნებოდა, რომელიც დაშვებული შეცდომების შესწორების საშუალებას უფრო მარტივად იძლევა. ამასთან, ერთი ნახატი მხოლოდ ერთი დღით არსებობს, რადგან მას დღის ბოლოს ზღვის ტალღა ჩამორეცხავს. ეს მას უფრო საინტერესოს ხდის და შედევრის სანახავად უამრავი ხალხი იყრის თავს. ქვიშაზე, სამგანზომილებიანი ნახატის შექმნისას მხატვარი მხოლოდ ჯოხს იყენებს და ეს სრულიად საკმარისია მორიგი შედევრის შესაქმნელად, ასევე დამთვალიერებლების და რიგითი დამსვენებლების ყურადღების მისაპყრობად. ასე რომ, თუ ვინმე არდადეგების ახალ ზელანდიაში გატარებას გეგმავთ, აუცილებლად მოინახულეთ კვირა დღეს ზღვის სანაპირო. 54 9-ს მოსწონს
|