კულტურა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფოტოები 2012, 11 მაისი, 16:33 წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფოტოებს (ზოგმა ფული სად წაიღოს არ იცის :):))
1.
ანსელ ესტონ ადამსი ”მთვარის ამოსვლა”, ერნანდესი, ნიუ-მექსიკოს შტატი(1948) ფოტო ნიუ-იორკში, 2006 წელს Sotheby’s აუქციონზე 609 600 დოლარად გაიყიდა.მეოცე საუკუნის ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ანსელ ესტონ ადამსმა, რომელიც ძირითადად ველური დასავლეთის პეიზაჟებს აღბეჭდავდა, ეს კადრი სანტა-ფეში გადაიღო. 2. რობერტ პეფლტორფი ”ენდი უორჰოლი” (1987) მეპლტორფის ნამუშევარი 2006 წელს 643 200 დოლარად გაიყიდა. ფოტოს მთავარი გმირი მხატვარი ენდი უორჰოლია. 3. გუსტავ ლე გრე ”დიდი ტალღა” (1857) 1999 წელს ლონდონის Sotheby’s-ს აუქციონზე ფოტო 838 000 დოლარად იქნა შეფასებული. ლე გრემ ფოტოს ისტორიაში პირველმა მოახერხა პეიზაჟის და ცის სწორად ექსპონირება: მან ცალ-ცალკე შექმნა ცის და ზღვის ნეგატივები, რომლებიც შემდგომ ქაღალდის ერთ ფურცელზე დაბეჭდა. 4. ალფრედ შტიგლიცი ”ჯორჯია ო’კიფი” (1919). კადრზე აღბეჭდილია შტიგლიცის მეულე – მხატვარი ჯორჯია ო’კიფი. ფოტო 2006 წელს ნიუ-იორკის Sotheby’s აუქციონზე 1 360 000$-ად გაიყიდა. 5. ედვარდ უესტონი ”სიშიშვლე” (1925) ფოტო 2008 წელს Sotheby’s აუქციონზე მხატვრული გალერეა Pace-MacGill Gallery-ს მფლობელმა, პიტერ მაკგილმა, 1 609 000$-ად შეიძინა. 6. ედვარდ სტაიჰენი ”ტბა მთვარის შუქზე” (1904) ედვარდ სტაიჰენის ნამუშევარი 2006 წელს ნიუ-იორკის Sotheby’s აუქციონზე 2 928 000 დოლარად გაიყიდა. 7. ანდრეას გურსკი ”99 ცენტი ll დიპტიხი” ფოტო თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე 2007 წელს უკრაინელმა ბიზნესმენმა, ვიქტორ პინჩუკმა, 3 346 456 დოლარად შეიძინა. 1100 5-ს მოსწონს
|