x
image
პერსეპოლისი
ყველაზე სასაცილო სახეები სოჭის ოლიმპიადაზე

image2014 წლის სოჭის ოლიმპიადის დამთავრების
მიუხედავად, ოლიმპიადა
აქტუალურობას დიდხანს არ კარგავდა, რის შედეგადაც სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შედგენილი ათეულები თუ ოცეულები მივიღეთ. ერთ-ერთი ასეთი
სია არის ყველაზე სასაცილო სახეები სოჭის ოლიმპიადაზე, სადაც მხოლოდ მოციგურავეები
არიან ასახულნი. ზამთრის ოლიმპიადაზე ყველაზე გამორჩეული და ლამაზი სპორტის სახეობა ფიგურული სრიალი იყო, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა და ყველაზე მეტი მაყურებელიც ჰყავდა. შესაბამისად, ამ ფოტოებზე
ასახული სპორტსმენები ბევრისთვის ნაცნობი იქნება, რომლებიც ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურებიან. თუმცა, რთულია ასეთი რთული მოძრაობების შესრულებისას სახის მიმიკები და გამომეტყველება აკონტროლო. ყველაზე მეტად, ნახტომებისას გადაღებული ფოტოებია სასაცილო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნახტომები ყველაზე მთავარი კომპონენტია პროგრამაში. აქსელი, ტულუპი, სალხოვი, ლუთსი, რითბერგერი და ფლიპი. აქედან ყველაზე მთავარი პროგრამაში არის ლუთსი და ტულუპი. ნახტომები შესრულებულად ითვლება მაშინ, როდესაც ნახტომს შეასრულებ ტექნიკურად სწორად და შეასრულებ
2-3 ტრიალს ჰაერში. მამაკაცების ერთეული ნაწილი შეჯიბრებებისას ასრულებენ 4 ტრიალს. აქედან გამომდინარე, ფოტოზე ასახული რეაქციები ცუდ სპორტსმენობას არ ნიშნავს და ეს ყველაფერი
ბუნებრივი რეაქციაა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


image


0
222
8-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0