x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა სიამოვნებას მივიღებთ 1$-ად?
დღევანდელი რეალობით თუ ვიმსჯელებთ, ვიცი ძნელია ვიფიქროთ იმაზე, თუ რა სიამოვნება შეიძლება მოგვანიჭოს 1$-მა, ვინაიდან ქვეყანაში ხელოვნურად გაზრდილი ფასები ბატონობს, სავალუტო კიოსკებში კი მისი გადახურდავება ეროვნულ ფულზე აღარავის უნდა. ბევრ თქვენგანს ალბათ დღესაც აქვს ე.წ. "ლაპატნიკის" ერთ-ერთ ჯიბეში ბარაქას სიმბოლოდ შემონახული, ან რაიმე სამახსოვრო წარწერით გასაჩუქრებული 1$-ნი. თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც სწორედ და მხოლოდ და მხოლოდ ეს 1$ მოგანიჭებთ უდიდეს ბედნიერებას, ამიტომ ნუ გადააგდებთ, ვინ იცის ფორტუნამ გაგიღიმოთ, გასცდეთ ქვეყნის საზღვრებს და აი იქ კი, ნამდვილად გასიამოვნებთ სწორედ ეს 1$.


image


სად და რა შეგვიძლია შევიძინოთ 1$-ად?


1. კამბოჯი. კამბოჯში 1$-ად შეგიძლიათ მოიწყოთ 2 კათხა ლუდის, შემწვარი ბაყაყისა და 3 შემწვარი ობობის პორციით განტვირთვის შესანიშნავი 1საათი. ან თუნდაც შეიძინოთ 4 ლიტრი გამოხდილი წყალი, 2ქილა Coca-Cola, 50 გრამი დანიური ლურჯი ყველი, ან სამრეცხაოში დარეცხოთ სარეცხი.


image




2. ფილიპინები. ფილიპინებში 1$-ად შეგიძლიათ მოიწყოთ ნახევარ საათიანი ფეხის მასაჟის პროცედურა სამკურნალო ყვავილების ინგრედირებით. ასევე ისიამოვნოთ 2 საათი ინტერნეტ-მომსახურებით, შემწვარი თევზის ერთი პორციით, მამაკაცს შეუძლია შეიჭრას თმა, შეიძინოთ ასევე 4 ლიტრი სასმელი წყალი და ა.შ.

image





3. ხორვატია. ხორვატიაში შეგიძლიათ ნაყინის მოყვარულებმა მიიღოთ სრული სიამოვნება, 1$-ად მოგივათ ნაყინის უდიდესი და უგემრიელესი პორცია.

image





4. იტალია. ერთი ბოთლი დაბალხარისხიანი ღვინო, 1კგ სპაგეტი, 6 ბოთლი მინერალი ან "იბუპროფენი" თავის ტკივილის გასაყუჩებლად.

image




5. კოლუმბია. კოლუმბიაში კი 1$-ად სრულიად დანაყრდებით მოზრდილი ფინჯანი ყავითა და სხვადასხვა სახის ფუნთუშით.

image




6. ეგვიპტე. დეგუსტატორთა საყურადღებოდ, 1$-ად ეგვიპტეში გეძლევათ შანსი გასინჯოთ სალათი koshary plate, რომლის ინგრედიენტებშიც შედის ბრინჯი, ბარდა, სტაფილო, მოთუშული ხახვი, მაკარონი და ხორცი.

image




7. ინდოეთი. ინდოეთში, კერძოდ კი კალკუტში 1$-ად შესაძლებელია სრული "გაძღომა". (ამათი საჭმელების ჭამას და მითუმეტეს ქუჩაში, არასოდეს მოვისურვებდი)

image



8. კოსტა-რიკა. 1$-ად კოსტა-რიკა გვთავაზობს ჯანსაღ პროდუქტებს, როგორიცაა პაპაი, ანანასი და საზამთრო.

image




9. ა.შ.შ. შტატებში, კერძოდ კი ნიუ-იორკში 1$-ად იმგზავრებთ ავტობუსით- Blue Bus ან ავტომობილის პარკირებას შეძლებთ 1 საათით.

image




10. ბელიზი. ბელიზში კი 1$-ად, ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, გეძლევათ საშუალება მიირთვათ შემწვარი ბანანების ერთი პორცია.

image



11. დიდი ბრიტანეთი. დიდ ბრიტანეთში როგორც ჩანს ასევე ძვირია ცხოვრება, 1$-ად იქ მხოლოდ ნახევარ ლიტრ საწვავს, 2 ღერ სიგარეტსა და 3 ცალ ვაშლს თუ შეიძენთ.

image




12. იორდანია. იორდანიაში კი მხოლოდ 1 კოლოფი ჩიფსი ან 2 პორცია ყავა ყავის ბანკომატიდან.

image

10
179
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
179
  
2014, 4 მაისი, 17:06
:)) ვაგზლის ფენოვანი განსაკუთრებით მომეწონა, უფრო სწორედ მარილიანი მაკარონის ცხობილი :D:D:D
2014, 4 მაისი, 14:32
ჰო კიდევ სოფლელ ბავშვს რომ ერთი დოლარი მიცე მთელი მდინარის ბაყაყებს მოგიტანს, ობაბა კი არ უნდა მოკლა თორე დედა მოგიკვდება :)) ჭამაზე რომ აღარაფერი ვთქვათ :)
2014, 4 მაისი, 14:30
საქართველოში 1 $-ად. 1) 1 ქილა ნატახტარის ლუდი. 2) 1 ბოთლი კოკაკოლა და პატარა ჩიპსი. 3) 1 კოლოფი სიგარეტი. (მარკას აღარ დავასახელებ) 4) იმგზავრებ მარშუტკით ორჯერ. ავტობუსით კი 3-ჯერ:) 5) იყიდი 1 ფენოვან ხაჭაპურს ვაგზალზე ყველის გარეშე:). 6) იყიდი 3 ვანილიან ნაყინს დაჟე 20 თეთრი მოგრჩება:) 6) თვალეტში შეხვალ 8-ჯერ:) 7) 800 გრამი ბენზინი :) კიდევ ბევრი რაღაცის ჩამოთვლა შეიძლება:) გამოდის რომ ყველაზე იაფი ქვეყანა ჩვენ ვართ :)))))
2014, 3 მაისი, 19:40
გემრიელი ნაყინი და რასაც ნაყინი ქვია, აქ 3 ლარიდან იწყება და ისიც მხოლოდ 1 ბურთულა, იქ კი დიდი პორციაა :))
2014, 3 მაისი, 19:38
ნაყინს აქაც მიირთმევ 1$-ად ასე რომ ხორვატიაში გაქცევა არ დაგვჭირდება
2014, 3 მაისი, 19:11
ნამდვილად, სტატიას რომ ვწერდი, მხოლოდ ეგ და ხორვატია მეამა :))
2014, 3 მაისი, 19:07
ფილიპინებბის მასაჟი მომეწონა, ერთი -ორ დოლარსაც დავუმატებდი სრული მასაჟისთვის.
2014, 3 მაისი, 19:04
არა, გენაცვალე, მაგ გაურკვეველ საჭმელს ჩვენი ლობიო მირჩევნია ისევ:)
2014, 3 მაისი, 19:00
ბაყაყის ბარკლები და ობობის ტვინი წარმოიდგინე მანჩო :D:D:D ისეთი დელიკატესია, ერთ მეგობარს ხშირად უწევს ჩინეთში ვიზიტები და "ვეკაიფებოდი" ალბათ გატყუებენ და რამდენ ტარაკანს და ბაყაყს გაჭმევენ ჩუმადთქო და რას ამბობო, თურქულ რესტორანში ვსადილობ და ან სალათს ვჭამო, ეგ ტარაკნები და მატყლები ისეთი ძვირი ღირს, თუ არ შეუკვეთე ვინ შემოგაპარებსო :))
2014, 3 მაისი, 18:52
კამბოჯის ასორტიმენტი მომეწონა:ბაყაყები და ობობები:(((
:DDDD
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10