საბუნებისმეტყველო ახალი, XXI საუკუნის აღმოჩენები მეცნიერებაში 2014, 1 მაისი, 21:36 დედამიწაზე უამრავი ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს. მრავალი მათგანი აღმოჩენილია, ზოგიერთ ახალ სახეობას თანდათან პოულობენ. ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ XXI საუკუნეში კიდევ რამე იქნებოდა ადამიანისთვის უცნობი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
ბაყაყი პინოქიო:
ის ეკოლოგებისა და გეოგრაფების საერთაშორისო ექსპედიციამ პაპუა-ახალ გვინეაში, მაღალ მთიანეთში (ზღვის დონიდან 2000 მეტრზე), აღმოაჩინა. მანამდე უცნობი ხის ბაყაყი, რომელსაც წაგრძელებული "ცხვირი" აქვს. ამის გამო მას "პინოქიო" დაარქვეს. როგორც გაირკვა, მამრებისთვის "ცხვირს" განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონია: სქესობრივი აღგზნების დროს ის ზეაღმართულია.
თაგვიჭამია ბურთულები:
ფილიპინებზე, კუნძულ პალავანზე, ინგლისელმა ბიოლოგებმა მწერიჭამია მცენარის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ბიოლოგ სტიუარტ მაკფერსონის განცხადებით, ის დღემდე ცნობილ მტაცებელ მცენარეზე, ნეპენტესზე, დიდია და მარტო მწერებით კი არა, მცირე ზომის ძუძუმწოვრებითაც იკვებება, მათ შორის - თაგვებითა და ვირთხებით. მცენარე ფოთლებს (16-30 სმ) ბურთებად ახვევს და შიგნით მწებარე სითხეს გამოყოფს. სწორედ ამ სითხის მეშვეობით იჭერს იგი ნანადირევს და "მიირთმევს". ცხოველიჭამია მცენარეს ცნობილი ბრიტანელი ნატურალისტის, ტელეწამყვანისა და ბუნების დიდი პოპულარიზატორის დევიდ ატენბოროს პატივსაცემად "ატენბოროს მტაცებელი" უწოდეს. თევზი დრაკულა: თევზმა სახელწოდება საოცარი, მითიური ვამპირების მსგავსი ეშვების გამო მიიღო. მიუხედავად შიშის მომგვრელი შესახედაობისა, დრაკულა უწყინარი მცირე ზომის თევზია. ეშვები მხოლოდ მამრებს აქვთ და ისინიც მხოლოდ სხვა მამრებთან საომრად იყენებენ. დრაკულა გავრცელებულია ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, მიაკუთვნებენ კობრისებრთა ოჯახს. 109 3-ს მოსწონს
|