საზოგადოება გამარჯობა მე ნატაშა ვარ და მე ვეგანი ვარ ... 2012, 11 მაისი, 13:56 გამარჯობა მე ნატა ვარ და მე ვეგანი ვარ...
და მერე მიყურებს უამრავი გაკვირვებული სახე, ჯერ ვერ გებულობენ ვინ ვარ მერე უკვირთ რა ვარ, მერე არკვევენ რა არის ვეგანი, რატო ხდებიან ადამიანები ვეგანები და ასე შემდეგ. მერე მე მიწევს ავხსნა ყველაფერი და გავცე უამრავ უხერხულ შეკითხვას პასუხი.. მოკლედ მე ვიწყებ, ვეგანი არის ადამიანი რომელიც არ ჭამს არც ხორცს და არც ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტს, მიზეზი არის ჰუმანურობა და ის რომ ცხოველი ზუსტად ისევე განიცდის ტკივილს როგორც ჩვენ მე თქვენ ან ნებისმიერი სხვა ადამიანი.. მერე ჩნდება კითხვა; "ანუ შენ თვლი რომ ცხოველების და ჩვენი სიცოცხლე თანასწორია??" მე ვპასუხობ კი. ჩვენ და ცხოველები თანაბრები ვართ ჩვენ ძირითად მოთხოვნილებებში. ესენია სიცოცხლე, თავისუფლება და ჯანმრთელობა. კითხვა: "როგორ ვართ თანასწორები ცხოველები ხომ ვერ ლაპარაკობენ?" მე ისევ ვპასუხობ პირველი - თანასწორობის უფლება არაა დამოკიდებული იმაზე ლაპარაკობს თუ არა პიროვნება, თუ ჩვენ თანასწორობის უფლებას დავამყარებთ პიროვნების გონებრივ შესაძლებლობებზე მაშინ მივიღებთ რომ არც ჩვილებს და არც ინვალიდებს არ აქვთ უფლება რომ იყვნენ ჩვენი თანასწორები.. მეორეც - მე არ ვაყენებ ადამიანს ტკივილს არა იმიტომ რომ მას ლაპარაკი შეუძლია არამედ ვიცი რომ მას ტკივა, ვიცი იქიდან გამომდინარე რომ მეც მისი მსგავსი ცენტრალური ნევრული სისტემა მაქვს.(რომელიც პასუხისმგებელია ტკივილზე) ალბათ არ იცით რომ ცხოველებს(განსაკუთრებით ძუძუმწოვრებს) ზუსტად ჩვენი მსგავსი ცენტრალური ნერვული სისტემა აქვთ და შესაბამისად ისინი ზუსტად ისევე გრძნობენ ტკივილს როგორც ჩვენ. ბოლო კითხვა(უფრო სწორედ დასკვნა) "მე არ მიყვარს ცხოველები და არ ვარ ვალდებული დავიცვა ისინი" ალოოო გარაჯჯჯ :))) ვიღაცას ზანგები არ უყვარს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უფლება აქვს დახოცოს ისინი.. მე მაგალითად ჩემი მეზობელი არ მიყარს, მთელი ღამე არ მაძინებს ჩემ კატებს ეჩხუბება ეზოში რაღაცეებს მიყრის და ჩემ მხალს მპარავს, მაგრამ რა მოვკლა??:))))))))) მერე კიდე ერთი დასკვნაა ხოლმე ეს გოგო გიჯია.. და ვჩები სულ მარტო ხოლმე უამრავი ხალხის გარემოცვაში. :( პ.ს. იმედი მაქვს ამ სტატიას წაიკითხავთ ოღონდ თქვენ მაინც არ ჩათვლით რომ გიჯი ვარ :) 270 5-ს მოსწონს 2-ს არა
|