x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135703
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
დავიღალე
დავიღალე ძალზედ ძლიერ,

სული სხეულს არ ეცლება,

ჩუმად მინდა წასვლა “იქეთ"

სიცოცხლე კი არ მეშვება.


ერთხელ მოსულს ლამაზ ქვეყნად,

ძალზედ მძიმე ტვირთი შემხვდა,

მიმატოვა სიყვარულმა,

თუმც კი გული ძლიერ ძგერდა.

მოჰკლეს გრძნობა ნაფერები,

ჩემი გულიც მიაყოლეს,

სული რატო არ მეცლება?

მე ფიქრებმაც მიმატოვეს.

გედი მღერის სიკვდილამდე,

ვარდი - სრულად იფურჩქნება,

მე კი ალბათ სიკვდილის წინ,

მერგო ჩუმად ლექსის წერა.



დავიღალე ძალზედ ძლიერ,

სული სხეულს არ ეცლება,

ჩუმად მინდა წასვლა “იქეთ"

სიცოცხლე კი არ მეშვება.....

1
144
1-ს მოსწონს
ავტორი:ცქვიტი
ცქვიტი
144
  
2012, 19 ივნისი, 19:03
+1
0 1 1