x
image
შაკო-დემე
ბედნიერების ძიებაში

imageგაირინდა ყველაფერი ჩემს გარშემო თითქოს გულიც აღარ ცემს თვალზე ცრემლი მომდის და ისევ წარსულში ვბრუნდები რომლის ტკივილიც თან დამსდევს. ვეღარ ვუძლებ მინდა დავივიწყო ყველაფერი, მინდა ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ არაფერი გამომდის, ერთ ადგილს ვთელავ ფეხ გადაუდგმელად თითქოს ველოდები ვინმეს ვინც ხელს ჩამჩიდებს და ფეხის ადგმას მასწავლის, კითხვები უამრავი კითხვები უპაუხოდ დარჩენილი. რა მოხდა რატომ წარიმართა ჩემი ცხოვრება ასე? რატომ მავიწყდება ყველაფერი, იფიქრე! იფიქრე! იქნებ რამე მოძებნო რამე ისეთი, რაც განწყობას შეგიცვლის, უკან და უკან მივდივარ და ტკივილს უფრო ვუღმავდები, გაჩერდი გეყოს ამდენი ფიქრი რას ეძებ წარსულში ბედნიერების ნამცეცებიც აღარ დარჩა. გაიხედე გარეთ და მიპასუხე რას ხედავ? დააკვირდი ადამიანებს ვის როგორი ნიღაბი აქვს მორგებული, დააკვირდი მათ ღიმილს და მათ ცრემლს, მიდი მის სულამდე იქნებ რამე ნახო ისეთი რაც მიგახვედრებს რომ ტკივილი ყველას აქვს, ნუ ფიქრობ ნუ დარდიანდები ნუ დგახარ ერთ ადგილას თორემ ხელს გკრავენ შენს ირგვლივ მყოფნი მოსიარულე ადამიანები და უფსრკულში გადაგაგდებენ, მათ ბევრი ნიღაბი აქვთ მორგებული რომელსაც ვერასდროს ამოიცნობ, ხედავ როგორ იცინის? ხედავ როგორ ტირის? ხედავ როგორი დათრგუნულია? მივედი აივანზე და დავინახე ადამიანები! არა შევცდი რობოტები ზოგს ფუნჯით რომ აქვთ სევდით სავსე თვალები დათხაპნული, ზოგის კი მომღიმარე სახეები, ნუთუ ბედნიერია და ბედნიერი ღიმილი აქვთ? მიპასუხე არის ვინმე ბედნიერი მიპასუხე რატომ ვერ ვუმკლავდები ტკივილებს ადამიანებისგან მოყენებულს? მიპასუხე, მიპასუხე, გამეცი ხმა უამრავი კითხვა გამაჩნია, მიპასუხე ნუთუ მე ვარ მარტო სუსტი მიპასუხე გეხვეწები, აღარ მესმის აღარავის ხმა სიჩუმე ჩამოწვა და ჩავიძირე ისევ ფიქრებით მოყენებულ წარსულში.....

2
30
5-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
30
  
2014, 29 აპრილი, 19:46
ხო
:/
2014, 29 აპრილი, 19:45
:| ძალიან სევდიანია
0 1 2