შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილი მეორედ გათხოვდაო-ნინი საკუთარ "რჩეულზე" 2014, 29 აპრილი, 17:06 ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება. იმას რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სულ რამდენიმე თვეში მოასწრო. სკანდალური გათხოვება-გამოთხოვების შემდეგ მომღერლის პირად ცხოვრებაზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ნინიც ადასტურებდა, რომ თუ კარგი მამაკაცი გამოჩნდა მეორედაც აუცილებლად ვიქორწინებ, ჯერ კი ამის დრო არ არისო. მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა მომხდარსა და საკუთარ "რჩეულზე" კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა. "ხომ არ იცით ვინ არის ჩემი მეუღლე მიშა რჩეულიშვილი"-წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. ნინი ბადურაშვილი პირველი ქორწინებიდან პატარა ელენე ჰყავს, რომელიც მისთვის ყველაფერია. მომღერალი პროექტ "ორ ვარსკვლავში" იღებს მონაწილეობას და ჟიურის კომპლიმენტებითაც განებივრებულია. ვუსურვოთ ნინის წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 2438 3-ს მოსწონს 2-ს არა
|