x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილი მეორედ გათხოვდაო-ნინი საკუთარ "რჩეულზე"

imageნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება. იმას რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სულ რამდენიმე თვეში მოასწრო.

სკანდალური გათხოვება-გამოთხოვების შემდეგ მომღერლის პირად ცხოვრებაზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ნინიც ადასტურებდა, რომ თუ კარგი მამაკაცი გამოჩნდა მეორედაც აუცილებლად ვიქორწინებ, ჯერ კი ამის დრო არ არისო. image
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნინი ბადურაშვილი მეორედ დაქორწინდა და მისი რჩეული ბიზნესმენი მიშა რჩეულიშვილია. ყვითელი პრესა პანიკამ მოიცვა. ყველაფერი ჭორი გამოდგა და ჟურნალისტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მომღერლის დედამ, ეკა კახიანმა ნინის გათხოვება უარყო. მისი და, ანასტასია კი ჟურნალისტებს ბოროტად გაეხუმრა, დიახ ნინი გათხოვდა და დღის ბოლოს გაგიმხელთ რჩეულის ვინაობასო.
"ვიხუმრე იმიტომ, რომ ჩემთვის ეგ თემა ძალიან სასაცილოა"-დასძინა ანასტასიამ.

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა მომხდარსა და საკუთარ "რჩეულზე" კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა. "ხომ არ იცით ვინ არის ჩემი მეუღლე მიშა რჩეულიშვილი"-წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ნინი ბადურაშვილი პირველი ქორწინებიდან პატარა ელენე ჰყავს, რომელიც მისთვის ყველაფერია. მომღერალი პროექტ "ორ ვარსკვლავში" იღებს მონაწილეობას და ჟიურის კომპლიმენტებითაც განებივრებულია. ვუსურვოთ ნინის წარმატებები და ბედნიერი მომავალი. imageimage


1
2454
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2454
  
ძაან მაგარი გოგოა ნინი და შურიანები შეეშვით რაა ამგოგოზე ჭორაობებს )))))))))))))))
0 1 1