შოუბიზნესი თიკა ჯამბურია შეყვარებულია 2014, 28 აპრილი, 22:49 თიკა ჯამბურია პოპულარული ქართველი მომღერალი გახლავთ. გოგონას მთელი საქართველო ბავშვობიდან იცნობს. თიკამ სულ პატარამ იქორწინა ბექა ხოფერიაზე, სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ნინა. თიკამ პოპულარულ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. პირველმა საკონკურსო ტურმა მშვენივრად ჩაიარა. მომღერალს ბევრი კომპლიმენტი და ცოტაოდენი კრიტიკაც ხვდა წილად. თიკას მეწყვილე რატი გაჩეჩილაძე გახლავთ, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავეა. თიკას სურს ფუმფულა ადამიანებს სტიმული მისცეს... ბექა ხოფერიამ ყოფილი ცოლი შეაქო და აღნიშნა, რომ მისი მხიარული ცეკვა ძალიან მოეწონა. ვიცოდი რა სიმღერაზეც უნდა ეცეკვა და ვგულშემატკივრობდიო. "დიეტაზეა, ვარჯიშობს, ძალიან მონდომებულია. ურჩიეს, რომ ცოტა გამხდარიყო. მეც ვეთანხმები, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, ჩემი გადმოსახედიდან, ცოტა ხორციანი უფრო უხდება ცეკვას"–აღნიშნა ბექამ. ბექას პოზიტიურმა კომენტარმა საზოგადოებას საჭორაო კვლავ გაუჩინა, იქნებ წყვილი შერიგდესო. თიკა ამტკიცებს, რომ ყოფილ ქმართან შერიგებას არ აპირებს, მეც შეყვარებული მყავს და ბექასაცო. იგი გვამცნობს, რომ მის პირად ცხოვრებაში ამჯერად სიახლეა და ჟურნალისტებს არ ატყუებს. (შეგახსენებთ, რომ თიკამ ცოტა ხნის წინ საკუთარი ნიშნობა გაითამაშა.) მომღერალი რჩეულის ვინაობას არ გვიმხელს, ჯერ კულისებში იქნება, სანამ ურთიერთობა სერიოზულ ფაზამდე არ მივაო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბექაც შეყვარებულია. მისი რჩეული ვინმე ლიკუნა გახლავთ, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია. 969 2-ს მოსწონს
|