x
image
K.P.
ნინო გაჩეჩილაძეს სიყვარული სწყურია: "მარტო ვარ, მაგრამ შენ შეგიძლია ამის შეცვლა"

imageნინო გაჩეჩილაძე პოპულარული ქართველი მსახიობი გახლავთ, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" წყალობით გაიცნო. სერიალის ერთგულ მაყურებლებს დღემდე ძალიან ენატრებათ "ძველი კატო". ნინო ცნობილი ოჯახის შვილია. მისი და თაკო გაჩეჩილაძე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მომღერალია, მამა გივი გაჩეჩილაძე კი არანაკლებ ცნობილი მუსიკოსი. გოგონას ბალერინობა სურდა, თუმცა ამ პროფესიის არჩევა დააგვიანდა და მსახიობობა გადაწყვიტა.image

ნინო გაჩეჩილაძე სასურველი სარძლო გახლავთ, მაგრამ მისი გული ჯერ ვერავინ დაიპყრო. როგორც ჩანს მსახიობს მარტოობა მობეზრდა და სიყვარული სწყურია. "დიახ, მე ვარტო ვარ და შენ შეგიძლია ამის შეცვლა"-აი ასეთი შინაარსის პოსტერს აქვეყნებს მსახიობი სოციალურ ქსელში. ნინო საქვეყნოდ ცნობილი რომანებითა და სკანდალებით არ გამოირჩევა, პირად ცხოვრებაზეც იშვიათად საუბრობს. "ვიღაცამ, რომ მომისმინოს, შეიძლება იფიქროს, როგორი პრეტენზიული ყოფილაო, ამ დროს პრეტენზიები არცერთი თაყვანისმცემლისთვის წამიყენებია. როცა სიყვარულია, ძნელია მნიშვნელოვან რაღაცეებზე თვალი დახუჭო. გრძნობის გამო საკუთარ პრინციპებზე უარი არ უნდა თქვა, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ურიერთობა მაშინაა კარგი, როდესაც ადამიანს ისეთი უყვარხარ, როგორიც სინამდვილეში ხარ. ესაა გახსნილი, ღია და გულწრფელი გრძნობა. თავიდანვე განწირულია ურთიერთობა, როცა გეუბნებიან, ჩემ გამო სხვანაირი უნდა გახდეო"-ამტკიცებდა ნინო. იმედია მსახიობს სულ მალე ვიხილავთ რჩეულთან ერთად... imageimageimage


0
132
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0