გაიმართა პლეიოფის პირველ რაუნდის მესამე შეხვედრა. მემფისმა შეძლო და დაამარცხა "თანდერი", რის შედეგადაც სერიაში წინ გავიდა ანგარიშით 2-1
"გრიზლიდან" გამოირჩეოდა მაიკლ კონლი, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა გააკეთა. ასევე, კარგი შეხვედრა ჩაატარა კორტ ლიიმ, რომელმაც 20 ქულა, 3 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა.
ოკლაჰომადან გამოირჩეოდა კევინ დურანტი, რომელსაც 30 ქულა, 9 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. ასევე, კარგად ითამაშა რასელ ვესტბრუკმა, რომელმაც 30 ქულა და 13 მოხსნა გააკეთა.