შოუბიზნესი ამერიკელ ბენზე შეყვარებული ნუკი კოშკელიშვილი სხვა მამაკაცებთან ფლირტაობას არ ერიდება 2014, 25 აპრილი, 22:06
ნუკის მტკიცებით, ბენი არასდროს უღალატებს: "ამას წინათ დამირეკა, თუ გინდა, დამშორდი, საშინელება ჩავიდინე, შენთან ყოფნას არ ვიმსახურებო. ბარში დავლიე და ვიღაც გოგოს ვეფლირტავეო. თქვენ შორის რამე მოხდა–მეთქი, ვკითხე. არა, უბრალოდ ვეფლირტავეო. არა უშავს, ხომ ნასვამი იყავი–მეთქი. ჰო, მაგრამ ეს ხომ გასამართლებელი არ არისო. ისტერიკაში იყო! ერთგული კი ვარ, მაგრამ, დედას გეფიცებით, მე უფრო ვფლირტაობ, ვიდრე ბენი. როცა ეს ამბავი მომიყვა, აღარ ვუთხარი, რომ ეგრე ხანდახან მეც ვფლირტაობ–მეთქი"-გვიამბო ნუკიმ. ნუკი ბენით აშკარად აღფრთოვანებულია, მოსწონს მისი გარეგნობა და შინაგანი თვისებები. "ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"–ასე გაგვაცნო ნუკიმ ამერიკელი რჩეული რამდენიმე კვირის წინ. საინტერესოა რას იტყვის ბენი, როდესაც ნუკის სხვა მამაკაცებთან ფლირტაობის შესახებ შეიტყობს. წყვილი დაქორწინებას ჯერ არ გეგმავს... ვუსურვოთ ნუკის წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 312 3-ს მოსწონს 2-ს არა
|