სხვა მირჩევნია 14 ცალი 70 სმ-ნი ხმალი გადავყლაპო, ვიდრე უცხო შევიპატიჟო ბინაში. 2014, 25 აპრილი, 20:07 ასეთი სიტყვებით დაიწყო ინტერვიუ ერთ-ერთმა ცნობილმა, მრავალგზის გინესის რეკორდსმენმა ქალბატონმა "ნატაშა ვერუშკამ"- "მირჩევნია 14 ცალი 70 სმ-ნი ხმალი გადავყლაპო, ვიდრე უცხო შევიპატიჟო ბინაში". აქედან გამომდინარე კი უცხო არ არის მკითხველისთვის, რომ დღევანდელი სტატია ხმლების მყლაპავ ქალს ეხება, თუმცა ნატაშამ ინტერვიუზე უარი არ თქვა:
"ჩემი ასაკი, ასევე როგორც ტელეფონი და სხვა ბევრი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ ვარ ნატაშა, თუმცა ჩემი გამოსვლების დროს ვატარებ ფსევდონიმს "ვერუშკას". დავიბადე ინდოეთში, მაგრამ დედით ბრიტანელი და მამით რუსი ვარ, თუმცა ამჟამად ვცხოვრობ ნიუ-იორკში. დედის გარდაცვალების შემდეგ უკრაინაში გამაშვილეს, თუმცა წამოვიზარდე თუ არა, საცხოვრებლად კანადაში გადავედი, სადაც თავს ჭურჭლის მრეცხავად მუშაობით ვირჩენდი და როდესაც პირველად გადავყლაპე ხმალი, დამეუფლა განცდა რომ ეს შესანიშნავია და ასე დაიწყო ჩემი უჩვეულო ნიჭის დემონსტრირება, რაც ასევე ჩემი შემოსავლების წყარო გახდა"- ამბობს ნატაშა, იგივე "ვერუშკა". გთავაზობთ ფოტოებს, სადაც 160 სმ-ის და 41 კგ-ის მქონე "ვერუშკა" ყლაპავს ხმლებს ნიუ-იორკის სხვადასხვა ფესტივალზე: სახიფათო ნომრის შემდეგ ამოწმებს "ვერუშკა" კუჭი ხომ არ დაიზიანა: "ვერუშკას" გინესის სიგელები: "ვერუშკა" ნიუ-იორკის ქუჩებში: ესეც "ვერუშკა" საკუთარ ბინაში: 84 11-ს მოსწონს
|