შოუბიზნესი ვინ არის და რას საქმიანობს ვასო ფხაკაძის რჩეული? 2014, 22 აპრილი, 19:20
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვასო ფხაკაძე შეყვარებულია. მისი რჩეული 21 წლის ლიკა მეტრეველი გახლავთ. გოგონა მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახლავთ. ლიკა პირველი ვიცე მის საქართველო 2012-ის ტიტულის მფლობელიცაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 16 წელია. ვასო მხიარული ადამიანია და როგორც ჩანს, მისი ხასიათი ასაკობრივ სხვაობას შესამჩნევს არ ხდის. წყვილი სოციალურ ქსელში უკვე აქვეყნებს საერთო ფოტოებს. ლიკას მეგობრები რჩეულს უწონებენ და ბედნიერებას უსურვებენ. რამდენად სერიოზულია მათი ურთიერთობა ამას დრო გვიჩვენებს. შესაძლოა წინ ქორწილიც გველის. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 2543 12-ს მოსწონს 1-ს არა
|