სხვა საშინელება თუ სილამაზის გამოვლინება, რატომ აძრობენ მამები შვილებს კბილებს 2014, 21 აპრილი, 19:23
როგორც კი გოგონა მიაღწევს სქესობრივი მომწიფების ასაკს, მას ამოუღებენ ორ ქვედა კბილს, ოღონდ აუცილებელია გარკვეული რიტუალის ჩატარება, რის შემდეგაც ჩაუსვამენ პლასტიკურ ფირფიტას, შემდეგ კი ზრდიან მის ზომებს. ფირფიტის ჩასმა და მისი ტარება ძალიან უსიამოვნო პროცესია. მამა შვილს აიძულებს ხშირად იცვალოს და გაიდიდოს ფირფიტა, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი შემდგომი გამდიდრება. თუ გოგონას პატარა ფირფიტა აქვს, მასში საქმრო მხოლოდ ორმოც ძროხას გადაიხდის, თუ დიდი, მაშინ სამოცს. უფრო ნაკლები ტანჯვა ელოდებათ მამაკაცებს, მათ ხომ სხეული აქვთ მოსახატი. უკანასკნელ წლებში გოგონები უარს ამბობენ კბილების ამოღებაზეც და ფირფიტის ჩასმაზეც, რაც მათ მამებს არ მოსწონთ და ზოგიერთი ისევ აიძულებს ქალიშვილს ტრადიციების გაგრძელებას. 2419 6-ს მოსწონს 1-ს არა
|