შოუბიზნესი ანი ტყებუჩავა დედა გახდა 2014, 18 აპრილი, 20:35 პოპულარული ქართველი მსახიობი ანი ტყებუჩავა საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო და მალევე შეიყვარა. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი ანიმ იქორწინა. მისი რჩეული რეჟისორი ლევან ბარამიძე გახლავთ. წყვილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. მალევე აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტი იყვნენ. "არ ვცდილობთ ერთმანეთი შევცვალოთ, ისეთი მიყვარს როგორიცაა და მასაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ. საოცრად კომფორტული, თბილი და ყურადღებიანი ადამიანია. ძალიან უყვარს თავისი პროფესია, რაც ძალიან მიხარია"-გვიამბობდა ანი. ანიმ 15 აპრილს იმშობიარა და პატარა ნენეს დედა გახდა. მსახიობს სურდა ბუნებრივად ემშობიარა, მაგრამ საკეისრო კვეთა დასჭირდა. პატარა ნენე 3 კილო და 850 გრამი გაჩნდა. ისეც მგრნობიარე მსახიობი შვილის დაბადებამ უფრო გულჩვილი გახადა. 888 2-ს მოსწონს 1-ს არა
|