x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სიამის ტყუპი ძმები, რომელთაც არ სურთ "გახლეჩა".
შვილი, ეს ხომ აუწონავი ოქრო, განუსაზღვრელი საჩუქარია ღვთისგან. თუმცა ხდება ასეც, რომ დაბადებიდან ბავშვი თანდაყოლილი ანომალიით ან სხვა რაიმე სინდრომით ხასიათდება და სიხარული მარადიულ მწუხარებად ექცევა მშობელს. დღევანდელი სტატიის თემაც სიამის ტყუპ ძმებს Shivanath და Shivram-ს ეხება, რომლებიც ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადნენ. ასეთი პატარების დამნახველმა მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა აღშფოთება გამოხატა, ნაწილმა კი ღვთაებრივ ინკარნაციას მიაწერა და თაყვანის ცემა მოინდომა. სინამდვილეში კი ეს არის ორი ტყუპი ბავშვი, რომლებიც ერთ კვერცხუჯრედში განაყოფიერდნენ და შეერთებული სახით მოევლინენ ამ ქვეყანას.


image


ექიმ Krishan Chugh-ის განცხადებით კი ძმებს აქვს ინდივიდუალური ტვინი, გული და ხელებიც და სრული შესაძლებელია მათი გახლეჩა ოპერაციის შედეგად, თუმცა შივრამი შეძლებს ორივე ფეხით დგომას და ნორმალურად გადაადგილებას, ხოლო შივანათჰა კი დარჩება ფეხების გარეშე და მთელი ცხოვრება იქნება სხვაზე დამოკიდებული.


image




12 წლის ძმები დადიან სკოლაში, საშინაო დავალებას უმცირეს დროში ასრულებენ დამოუკიდებლად, ასევე დამოუკიდებლად გადაადგილდებიან, ჭამენ და ბანაობენ კიდეც. ისინი შეგუებულები არიან ბედს და არ სურთ გახლეჩა.



image

image

image

image

image



"მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები არ გვაქვს, ეს ოპერაცია კი უდიდეს ხარჯებს უკავშირდება და თუ მოხდა ისე, რომ ვინმემ დაგვიფინანსა, მე მაინც წინააღმდეგი ვიქნები მათი გახლეჩისა, ვინაიდან ღმერთს სურდა ჩემი ბიჭები ასეთი სახით დაბადებულიყვნენ და მის წინააღმდეგ არ წავალ" - ამბობს ბიჭების მამა 45 წლის Raj Kumar-ი, რომელსაც ამ ტყუპების გარდა 5 ქალიშვილი ჰყავს და ამიტომ ბიჭების სიცოცხლე მისთვის ძალზედ ძვირფასია.

0
175
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0