შოუბიზნესი სოფო ნიჟარაძე საკუთარ პლასტიკურ ოპერაციებს უარყოფს 2014, 17 აპრილი, 19:33
სოფომ ახალი ალბომი გამოუშვა. მომღერალი კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს. თვეების წინ აქტიურად საუბრობდნენ მის რომანზე მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ამჟამად ამერიკაშია. საქართველო ხომ ჭორების ქვეყანაა. "სოფომ სააკაშვილს ჩააკითხა ამერიკაშიო"-ამტკიცებენ ბოროტი ხმები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი მომღერალმა ამერიკულ შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება გადაწყვიტა. ის ამჟამად ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში იღებს დამატებით კვალიფიკაციას. წლების მანძილზე რუსეთში მოღვაწეობდა, თუმცა ყველაფერზე უარი თქვა და 2008 წლის ომის შემდეგ სოფო სამშობლოში დაბრუნდა. არ დაბრუნებულა იმისთვის, რომ პატრიოტიზმის გამო ვინმეს შეექო ან გაეკიცხა, გააკეთა ის, რაც სწორად მიაჩნდა. დროის დაბრუნება, რომ შეეძლოს არაფერ შეცვლიდა. ვუსურვოთ სოფოს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 184 2-ს მოსწონს 2-ს არა
|