სხვა ადამიანი, რომელსაც სახე არ აქვს. (ძალზედ შემზარავი ისტორია) 2014, 17 აპრილი, 12:55 ცხოვრება მუდამ ფათერაკებით არის სავსე და არასოდეს ვიცით რომელ ნაბიჯზე რა "უბედურება" გველოდება. ერთი კაცის, ვინმე Dallas Vince-ს შემზარავი ისტორია, რომელმაც სახე დაკარგა, ემოციის გარეშე არ დაგტოვებთ.
დალასს უბედური შემთხვევა ერთ-ერთი ადგილობრივი ეკლესიის ფასადის შეღებვის დროს შეემთხვა. დალასი ღებვის პროცესში იდგა სატვირთოს ამწეს კიბეზე, რომელიც შემთხვევით ელექტროგადამცემ ხაზს დაედო და დალასმა განიცადა სერიოზული დამწვრობა. ექიმები იძულებულნი შეიქმნენ მოეცილებინათ სახიდან მკვდარი ქსოვილები, კუნთები და ნერვები, რის შემდეგაც მას კანი ზურგიდან გადაუნერგეს სახეზე. დალასმა ამ შემთხვევის გამო მხედველობა, ყნოსვის და შეგრძნების უნარი დაკარგა. თუმცა განსაზღვრული პერიოდის შემდეგ ექიმებმა კვლავ განიხილეს დალასის დიაგნოზი, რის შემდეგაც უპრეცედენტო და წარმატებული ოპერაცია ჩაუტარეს. დალასს უკვე შეუძლია აკოცოს და ჩაეხუტოს თავის გოგონა- სკარლეტს, იგრძნოს სუნი, იმეტყველოს და გავიდეს სასეირნოდ ან თუნდაც კაფეში ფინჯანი ყავის დასალევად. იმის გამო, რომ დალასს ათამდე სახის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და იმუნური სისტემაც თავისთავად დაქვეითებული იყო, ექიმები ვერ იმედოვნებდნენ, რომ სახის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაივლიდა. დონორის პოვნის შემდეგ დალასი გაემგაზვრა ბოსტონში ოპერაციის ჩასატარებლად. "ტრანსპლანტაციამ" წარმატებით ჩაიარა და დალასი დღეს ბედნიერია, რომ შეუძლია იგრძნოს 4 წლის სკარლეტის კოცნა, ესმის სუნი და შეუძლია დამოუკიდებლად, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე ჭამოს და დალიოს. 30-მდე ოპერაციის შემდეგ კი დალასი კვლავ განაგრძობს ბრძოლას და რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობას. შეეგუა ახალ სახეს და პრეს-კონფერენციაზე, სადაც მკურნალ და ქირურგ ექიმებთან ერთად იმყოფებოდა, შეძლო სიტყვით გამოსვლა და დასმულ კითხვებსაც უპასუხა. P.S. ღმერთმა გააძლიეროს. სრულ გამოჯანმრთელებასა და მხედველობის აღდგენას ვუსურვებ გულითა და სულით. 1281 18-ს მოსწონს |
საინტერესოა როგორი იყო თავიდან?