ნამიბიური ბოთლის ხე ერთერთი ყვ- ელაზე შხამიანი ხეა მსოფლიოში.მის წვენს ბუშმენები ისრის წვეროზე წასასმელად იყენებდნენ რომ სასიკვდილო იარები მიეყენებინათ. ბოთლის ხე ნამიბიის უდაბნოს მთიან რეგიონებში იზრდება და მართლაც ბოთლს მოგვაგონებს და ძალიან უცნაურად გამოიყურება. სექვოია სახელად «Wawona»
ეს ხე ამერიკის შეერთებულ შტატებში Mariposa Grove-ში იზრდე- ბოდა იოსემიტის ნაციონალურ პარკში (Yosemite National Park), ხეში 1881 წელს გასასვლელი გააკეთეს და მას შემდეგ პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. 1969 წელს მასზე დიდი რაოდენობით თოვლის დაგროვების გამო ხე წაიქცა რის შემდეგაც იგი გვირაბად გადააკეთეს. ფიქრობენ რომ ხის ასაკი 2300 წელია
მადაგასკარული ბაობაბი
ეს ხეები მადაგასკარზე იზრდება და მათი ასაკი თითქმის 1000 წელია. გაქრობის პირას მყოფი სახეობაა და სიმაღლეში 80 მე- ტრი იზრდება ხოლო მათი გარშემოწერილობა 25 მეტრს აღწევს. მათ ტანში დიდი რაოდენობით წყლის არსებობის გამო გვალვაში წყლის წყაროდ იყენებენ. ყვავილობა 24 საათი გრძელდება. ბაობაბის ყვავილი მადაგასკარულ 100 ფრანკიანზეა გამოსახული.
ბომბაქსი(Silk Cotton Trees)
ამ ხეების ნახვა ძალიან ძნელია.სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობისას კერძოდ კი კამბოჯაში ტა პროხმის(Ta Prohm) ტაძარში შე- იძლება მათი ნახვა. ბომბაქსის ფესვები გარს ერტყმის უძველეს ტაძარს ხოლო თვითონ ხეები შთამბეჭდავ სიმაღლეს აღწევენ.
ჰიპერიონი(Hyperion)
ჰიპერიონი კალიფორნიული სექვოიაა. იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხეა. მისი სიმაღლე 115.5 მეტრს აღწევს. ამ ჯიშის ხეები 1500-1800 წელს ცოცხლობენ
ბაობაბი სანლენდი(Sunland)
ეს ხე სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს ლიმპომპოს პროვინციაში Modjadjiskloof-სთან ახლოს. იგი უზარმაზარია. 1933 წელს მის ფუღუ- როში პატარა ბარი გაიხსნა რომელშიც 15-20 კაცი ეტევა. ის მსოფლ- იოში ყველაზე მოხუცი ხეა, მისი ასაკი 6000 წელია.