სისხლის სამართალი შემზარავი დანაშაული-დედამ 7 შვილი მოკლა 2014, 14 აპრილი, 21:00 აშშ-ში, 39 წლის მეგან ჰანთსმენი(Megan Huntsman), რომელიც იუტადან არის რამდენიმე შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა საშინელი აღმოჩენა გააკეთეს. შვიდი მიცვალებული ბავშვი ავტოფარეხში, ყუთებში იდო.გვამები გადატანილი იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე, გაკეთდება დნმ-ს ანალიზი და დადგინდება სიკვდილის მიზეზი. პირველი გვამი მისმა ქმარმა დარენ უესტმა( Darren West) შემთხვევით ავტოფარეხის დალაგების დროს ნახა, იგი ნასამართლევი იყო ნარკოტიკების გამო და სასჯელიც მოიხადა, მანვე გამოიძახა პოლიცია, მათ შემდგომ კიდევ 6 გვამი აღმოაჩინეს. "ყველაზე საშინელი ისაა-აცხადებს მათი მეზობელი ფრედ ნიუმანი-რომ მისი ზრდასრული ქალიშვილები როგორ ვერ ამჩნევდნენ, რომ დედა ფეხმძიმედაა". 275 7-ს მოსწონს
|