შოუბიზნესი სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილს ჩააკითხა? 2014, 13 აპრილი, 23:59 სოფო ნიჟარაძე პოპულარული ქართველი მომღერალია, რომელსაც გასული წლების მანძილზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის "ნაშად და ფავორიტად მოიაზრებდნენ". ნიჭიერი მომღერალი მუდამ ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალებს. წლების მანძილზე რუსეთში მოღვაწეობდა, თუმცა ყველაფერზე უარი თქვა და 2008 წლის ომის შემდეგ სოფო სამშობლოში დაბრუნდა. არ დაბრუნებულა იმისთვის, რომ პატრიოტიზმის გამო ვინმეს შეექო ან გაეკიცხა, გააკეთა ის, რაც სწორად მიაჩნდა. არ ნანობს!
ბოლო დროს სოფო სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამერიკაში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. თვეების წინ აქტიურად საუბრობდნენ მის რომანზე მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ამჟამად ამერიკაშია. საქართველო ხომ ჭორების ქვეყანაა. "სოფომ სააკაშვილს ჩააკითხა ამერიკაშიო"-ამტკიცებენ ბოროტი ხმები.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი მომღერალმა ამერიკულ შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება გადაწყვიტა. ის ამჟამად ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში იღებს დამატებით კვალიფიკაციას. ეს ყველაფერი კი ბოროტი ენებისათვის საკმარისი არგუმენტი არ გამოდგა. გავრცელებული ჭორების თანახმად სოფოს და მიხეილს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ექორწინათ, თუმცა ქორწილი აგვიანებს... რა სიმართლეა და რა ჭორი ძნელი გასარკვევია... ხალხის მითქმა–მოთქმაზე დაყრდნობას პრაქტიკა არ გვირჩევს, თუმცა ხალხური სიბრძე გვარწმუნებს: "კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო"...
ვუსურვოთ სოფოს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 345 3-ს მოსწონს 2-ს არა
|