სხვა ვიეტნამელ კაცს გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად უკვე 5 წელია სძინავს. 2014, 14 აპრილი, 0:08 ცხოვრება მეტად საინტერესო "ფენომენია", რამდენნაირ საუცხოო და წარმოუდგენელ ფაქტს შესწრებიხართ, თუმცა დღევანდელ სტატიას რაც შეეხება- მომხდარი რეალობის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. მინდა გამცნოთ ერთ-ერთი ვიეტნამელი კაცის ისტორია, რომელსაც გარდაცვლილი მეუღლის ცხედართან 5 წლის განმავლობაში სძინავს.
2009 წელს, ვიეტნამის მოქალაქე, ვინმე Le Van-ის ისტორია გააშუქა ადგილობრივმა თითქმის ყველა პრესამ. ცნობილი გახდა სწორედ პრესის საშუალებით, რომ ლიის ეძინა ერთ ჭერ-ქვეშ გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. « nguoi Lao Dong »-ის ჟურნალისტებმა 2 წლის შემდეგ ისევ გადაწყვიტეს ლიისგან ინტერვიუ აეღოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით და ის ამ ხნის მანძილზე კვლავ განაგრძობდა მეუღლის ცხედართან ცხოვრებას. სახელმწიფო კი, მიეღო რაიმე ზომები, უძლური იყო მის წინააღმდეგ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ლიი სასოწარკვეთამ მოიცვა, დაკრძალვის შემდეგ კი მიხვდა "მის" გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა, ამიტომ ამოთხარა საფლავი, ამოიღო იქიდან მეუღლის ნეშტი, თაბაშირის გამოსახულებაში ჩადო და განაგრძობს დღემდე მასთან ერთად თანაცხოვრებას. P.S. გამიგია და ამის გამოცდილებაც მაქვს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს, თუმცა მომხდარი ამ კაცის ფსიქიურ არამდგრადობაზე მეტყველებს. გთავაზობთ ფოტოებს ლიის და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლისას: 2082 12-ს მოსწონს
|