არქიტექტურა საინტერესო ფაქტები მუზეუმებზე 2014, 12 აპრილი, 21:53 ![]() მსოფლიოში არსებობს ძალიან ბევრი მუზეუმი, ზოგი ძალიან ცნობილი, ზოგიც- ნაკლებად. თუმცა თითოეულ მათგანს აღტაცებაში მოვყავართ, თავი ზღაპრულ სამყაროში გვგონია. სიტყვა მუზეუმი ბერძნული სიტყვაა ( μουσείο[ν] ) და ქართულად ნიშნავს მუზათა ტაძარს. ახლა მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მუზეუმების შესახებ. ![]() ![]() არსებობს ძალიან უცნაური ატომური ტესტირების მუზეუმი ლას-ვეგასში. ამ მუზეუმში ინახება რადიოაქტიური ტექნოლოგიები. ![]() ![]() და ბოლოს, XIX საუკუნის საუკუნის დადიანების სასახლე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. მუზეუმი სადაც ინახება ღვთისმშობლის კვართი. ![]() ზუგდიდის დადიანების სასახლე XIX საუკუნეში აშენდა. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. ![]() ![]() ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს სამეგრელოს ყოფილ მთავართა -დადიანთა სასახლესთან გაშენებული დეკორატიული ბაღის გაგრძელებას, ამიტომ მისი ისტორია დაკავშირებულია თვით სასახლის ისტორიასთან. როგორც ჩანს ის წარმოიშვა მე-18 საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს უძველესი, უდაბური ტყის გაგრძელებას, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი კოლხიდა. 312 12-ს მოსწონს |
ხელოვნური ტბა კი დამშრალია.