შოუბიზნესი ყველაზე გემოვნებიანი უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები 2014, 12 აპრილი, 18:31 მოგეხსენებათ, რომ სელებრითები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სადღესასწაულო დღეებს- დაჯილდოვების თუ ნომინაციის იქნება ეს, ვინაიდან ისინი განუწყვეტელი შრომის ფასად ცდილობენ გამოიყურებოდნენ ყველაზე დახვეწილად და მიმზიდველად, რისთვისაც ყველზე ცნობილი დიზაინრებეის ბრენდებს იყენებენ და ათასობით ფულს ხარჯავენ. თუმცაღა მიუხედავად მათი ამ მცდელობისა ყოველთვის როდი გამოსდით იყონ ყურადღების ცენტრში. ხშირ შემთხვევაში ხვდებიან, ოღონდ სულ სხვა რაკურსით. მინდა შემოგთავაზოთ ის ცნობილი და მომხიბვლელი სელებრითების კრებული, რომელნიც ერთ-ერთმა გამომცემლობამ ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულებად აღიარა ძვირფასი ბრენდების მიუხედავად.
აი ისინიც: 1. Christina Aguilera. 32 წლის მომღერალი უცხოური "ახალი ხმის" 3-ე ტურში. ხაზი გაესვა იმ საკითხს, რომ წონაში საგრძნობლად მომატებული, რატომღა უსვამს ხაზს ამ შტრიხებს ჩაცმის სტილით. (ეს სტატია გასულ წელს ეკუთვნის და მინდა ავღნიშნო, რომ მომღერალი დღეს ისევ ფორმაშია და მშვენივრად გამოიყურება, მან 30 კგ-ის დაკლება შეძლო) ![]() 2. Heidi Klum. არაჩვეულებრივი სხეულის პატრონი, 4 შვილის დედა-მოდელი «MTV European Music Awards»-ის საღამოზე წამყავნის როლს თამაშობდა, რომელსაც Versace-ს კაბა ეცვა, თუმცა იმის გამო, რომ მკერდი თითქმის ღია ჰქონდა, ცალ მკლავიანი და "შეჭრილი" კაბა იყო, ის უგემოვნოდ მიიჩნიეს. ![]() 3. Lily Cole. მსახიობი და მოდელი წითელ ხალიჩაზე ყოველთვის თავმომწონედ გამოიყურება ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს მომატებულ კილოგრამებთან ერთად დაკარგა გემოვნება. ვენეციის კინოფესტივალზე გამოგვეცხადა უბრალო შავი ფერის "ბლუზში", ეგზოტიკური ფრინველების პრინტიან ქვედაბოლოში და ამ ყველაფერთან ერთად თმის დავარცხნაც დავიწყებია. ![]() 4. Lauren Pope. სილიკონების გროვა ბარბი ინგლისის ერთ-ერთ თემატურ წვეულებაზე ასე გამოგვეცხადა. მისი "გემოვნების" მორიგი აფეთქება იყო ალბათ. ![]() 5. Rita Ora. არც თუ ისე დიდი ხნის წინ რიტა ყველაზე ელეგანტურად ჩაცმულთა ნუსხაში შეიყვანეს, თუმცა ახალგაზრდა მომღერალი ლონდონის "ავტოგრაფთა-სესიის" დღეს "პოლივინილქლორიდის" ზედა-ქვედაში გამოწყობილი ნამდვილად ჩამორჩებოდა მოდას. ![]() 6. Katy Perry. მომღერალი პიტნის ფერ ტოპსა და მოკლე ქვედა ბოლოში გამოგვეცხადა «Nickelodeon Kids`Choice»-ს დღეს და აქვე აღნიშნეს კრიტიკოსებმა, რომ მისი ფეხსაცმელი და აქსესუარიც უგემოვნოდ იყო შერჩეული. თითქოს მთელი წლის განმავლობაში "ნიკი მინაჟი" და ქეითი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ნეონის ფერებს მოირგებდა. ![]() 7. Fergie. ყოველთვის მიმზიდველი და განსხვავებული ფერჯი «Grammy Awards»-ის დაჯილდოვებაზე Jean Paul Gaultier-ის კაბაში იმყოფებოდა, რომელშიც არც თუ ისე ლამაზად გამოიყურებოდა. თუმცა მაქმანიანი, გამჭვირვალე კაბის ქვეშ შავი თეთრეულის ნაცვლად სხვა ფერი რომ სცმოდა, საქმე ალბათ უგემოვნობასთან აღარ ექნებოდა. ![]() 8. Kate Bosworth. მსახიობი "ოსკარის" დაჯილდოვების შემდგომ წვეულებაზე გამოწყობილი იყო Prabal Gurung-ის კაბაში, რომლის ორნამენტების შეუთავსებლობა ხაზს უსვამდა მის ორგანულობას. ![]() 9. Kate Middleton. უმშვენიერესი, დახვეწილი და გრაციოზული ქეითი ყოველთვის იყო ამ შტრიხებით გამორჩეული, თუმცაღა Roland Mouret-ის კაბაში გამოწყობილი გრაფინია უგემოვნოთა სიაში მოხვდა. ![]() 10. Marion Cotillard. უმშვენიერესი ფრანგი მსახიობი მარიონი Christian Dior-ის კაბაში. მართალია კაბის მოხდენილმა სილუეტმა და ნათელმა დეტალებმა აღნიშნა ქალის სილამაზე, თუმცაღა მაინც უგემოვნოთა სიაში მოხვდა. ![]() 11. Emma Stone. მსახიობი ფაიფურის თოჯინასავით გამოიყურებოდა თეთრ, ვარდისფერი აქცენტებით გაწყობილ კაბაში ფილმი "ადამიანი ობობას" პრემიერაზე. ![]() 12. Diane Kruger. "Crosby Derek Lam"-ის კომბინაციაში გამოწყობილი დიანა, მიუხედავად ნათელი პრინტებისა უგემოვნოთა სიაში მოხვდა. ![]() 13. Gwyneth Paltrow. დიზაინერ Tom Ford-ის კაბით "ოსკარის" დაჯილდოვებაზე მსახიობმა არც თუ ისე დიდი მოწონება დაიმსახურა. ![]() 14. Gwen Stefani. 43 წლის მომღერალი ასაკის მიუხედავად მაინც თამამ პრინტს ანიჭებს უპირატესობას. Stella McCartney-ს სამოსში გამოწყობილმა კრიტიკოსთა სიმპათია ვერ დაიმსახურა. ![]() 90 14-ს მოსწონს
|