მე არც ბიოლოგი ვარ და ვერც ახალად მოვლენილ არსებებზე - ხერხელიანია ის თუ ის უხერხემლო ახალს ვერაფ
ერს ვერ შევთავაზებ მკითხველს - მხოლოდ კითხვები გამიჩნდა - მაგალითად - რა ხნიდან იმახსოვრებენ ჩვილი ბავშვები მოვლენებს? ...
და აი რა მომაგონდა : ერხელ დელით არყის სუნით გაჟღენთილი ისააკა მოგვადგა - ჩემი ნახვა უნდოდა- დედამ დაუპატიჟებელი სტუმარი მაინც ტრადიციული პატივისცემით მიიღო - გრაფინით სასმელი გამოუდგა და ჩაიდანი ფეჩზე შემოდგა, ისააკამ ღუტუნი და ფერება დამიწყო რაც მე საშინლად არ მესიამოვნა, ის მლოშნიდა და გაუგებრად ბუტბუტებდა, მოვახერხე და ჩაის დასხმის დროს ჩაიდანს თავსახური ავაცალე, იქვე ისაკას გახდილი ჩექმები იდგა, საიდანაც აუტანელი სუნი ამოდიოდა - მეც არ დავაყოვნე და თავსახური მის მარჯვენა ჩექმაში ჩავაგდე, დედამ მოგვიანებით მას ძებნა დაუწყო მაგრამ ვერ იპოვა, ისაკამ ლაპარაკი დაამთავრა და წასასვლელედ მომზადება დაიწყო, ჩექმას გადასწვდა ჩაცმისას წონასწორობა დაკარგა და ღუმელს დეჯახა იქიდან კი მდუღარე წყალი სახეზე გადაესხა... მე საშინელი კივილი მოვრთე, მოგვიანებით დედამ ჩექმაში თავსახური იპოვა და გაოგნებული ისააკა ბოდიშობით გაისტუმრა....
...