x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სტუდენტმა ფუტკარს საკუთარ სასქესო ორგანოზე აკბენინა
imageამერიკელმა სტუდენტმა ფუტკრებს 75-ჯერ აკბენინა სხეულის სხვადასხვა ადგილას.მიზანი გახლდათ ყველაზე მტკივნეული ნაწილის დადგენა.

ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტი მაიკლ სმიტი საკუთარი სურვილით შეეცადა დაედგინა სხეულის რომელ ნაწილზე იქნებოდა ფუტკრის ნაკბენი ყველაზე მტკივნეული.გაგიკვირდებათ და, გამოსაკვლევ ადგილებს შორის მოხვდა იღლიები, ცხვირის ნესტო, ტუჩები, უკანალი და რაც ყველაზე უცნაურია სტუდენტის საკუთარი სასქესო ორგანო.

საერთო ჯამში მაიკლ სმიტმა სხეულის 25 ადგილას აკბენინა ფუტკრებს.ახალგაზრდა მეცნიერი ყოველდღიურად, დილის 9-დან 10-საათამდე ხუთჯერ აკბენინებდა ფუტკრებს.ყოველივე ამას კი შემდეგნაირად აკეთებდა: პინცეტით ისვამდა მწერს სხეულის კონკრეტულ ადგილას, ხოლო კბენიდან ხუთი წამის შემდეგ იშორებდა. აღსანიშნავია, რომ ერთსა და იმავე ადგილას მტკივნეულ პროცედურას სმიტი სამჯერ იმეორებდა იმისათვის, რომ უფრო ზუსტად ეგრძნო ტკივილის სიმწარე, ხოლო შემდეგ აფასებდა მათ 1-დან 10-მდე ქულით.

ამ ამბის გამგონე ადამიანთა უმრავლესობა ალბათ იფიქრებს, რომ ყველაზე მტკივნეული სასქესო ორგანოზე ნაკბენი იქნებოდა, თუმცა ასე სულაც არაა და სხეულის ეს ნაწილი მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს 7, 3 ქულით, მეორე ადგილი ამერიკელი სტუდენტის შეგრძნებით ტუჩზე კბენას ერგო 8, 7 ქულით, ხოლო პირველი ადგილი ცხვირის ნესტოში ნაკბენმა დაიკავა 9, 0 ქულით.


ახალგაზრდა მეცნიერმა დაბრმავების შიშით თვალზე ვერ გარისკა ფუტკრის დასმა.

“თუ ვინმე სხვა ეცდება მსგავსის გამეორებას, გაითვალისწინოს, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილზე ტკივილი შეიძლება უფრო მწარე აღმოჩნდეს."

ამერიკელი სტუდენტის კვლევის შედეგები სუბიექტურია და ყოველი ადამიანი ტკივილს განსხვავებულად შეიგრძნობს.

3
461
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
461
  
2014, 12 აპრილი, 11:47
მდააა, ზოგი მართლაც ვერაა თავის "მატორზე":D
2014, 12 აპრილი, 9:49
მეცნიერი კიარა მაზოხისტი ყოფილა
2014, 11 აპრილი, 16:25
:D რას არგაიგებ
0 1 3