ქალი და მამაკაცი სად ცხოვრობენ ყველაზე სასურველი მამაკაცები? 2012, 23 მარტი, 23:54 ინტერნეტპორტალ Travelers Digest-მა იმ ქალაქების ათეული შეადგინა, სადაც ყველაზე მიმზიდველი და სასურველი მამაკაცები ცხოვრობენ.
რეიტინგში პირველი ადგილი შვედეთის დედაქალაქმა, სტოკჰოლმმა, დაიკავა. როგორც სიის ავტორები ირწმუნებიან, ზოგადად, შვედები ცივები და მარტოობის მოყვარულნი ჰგონიათ. სინამდვილეში, მათ არაჩვეულებრივად შეუძლიათ ქალბატონებზე ზრუნვა.
ამას გარდა, სტოკჰოლმელები ძალიან კარგად ერკვევიან მოდის საკითხებში, კულინარიაში, ჯანმრთელობისა და კულტურის სფეროებში.
Travelers Digest-ის რეიტინგის მეორე ადგილზე ნიუ-იორკელი მამაკაცები მოხვდნენ, მესამეზე კი ამსტერდამელები.
საბოლოოდ კი ათეული ასე გამოიყურება: 1 - სტოკჰოლმი, შვედეთი 2 - ნიუ-იორკი, აშშ 3 - ამსტერდამი, ნიდერლანდები 4 - ლისაბონი, პორტუგალია 5 - ბუენოს-აირესი, არგენტინა 6 - სიდნეი, ავსტრალია 7 - მადრიდი, ესპანეთი 8 - ბერლინი, გერმანია 9 - მილანი, იტალია 10 - თელ-ავივი, ისრაელი მანამდე Travelers Digest-მა შეადგინა იმ ქალაქების სია, სადაც ყველაზე მიმზიდველი ქალბატონები ცხოვრობენ. ამ რეიტინგში პირველი ადგილი კიევმა დაიკავა. 25 შეფასება არ არის
|