x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელმაც 190 კილო დაიკლო გინესების წიგნში შეიყვანეს.
დამერწმუნება ყველა თქვენგანი ვისაც გამოუცდია, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო თუნდაც რამოდენიმე ზედმეტ კილოგრამთან საბრძოლველად, ხოლო ვისაც არ გამოუცდია, ეცოდინება მაინც ახლობლების "ტანჯვის" ამბები. სათაურით მიხვდებოდით, რომ ამჯერად "სენსაციურ" შედეგთან გვაქვს საქმე და მინდა გამცნოთ გმირი ქალის ამბავი, რომელმაც მტკიცე გადაწყვეტილებით 190 კილოგრამი დაიკლო, რის გამოც გინესების წიგნში შეიყვანეს.


image



გაიცანით, წარმოშობით ბრიტანელი Alysson Wilson-ი, რომელმაც 190 კილოგრამის დაკლებით 2, 7 მეტრი სიგანის წელის ზომა 76 სანტიმეტრამდე დაიყვანა. ჯერ ისევ 6 წლის წინ ელისონი ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად საპირფარეშოში წასვლას მხოლოდ იმის გამო, რომ იყო 267 კილო და უჭირდა წონის გამო გადაადგილება. ხოლო თვითმფრინავით მგზავრობისას კი ყოველთვის ორი ადგილის ერთად აღება უწევდა, მიზეზი უკვე ცხადია. თუმცაღა წონაში დაკლების იდეა არ ყოფილა სპონტანური. 2004 წელს ელისონი ასთმური შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც ექიმებმა განუცხადეს, რომ მის სიმსუქნეს მალე შეიძლება სიკვდილი გამოეწვია. სწორედ ამის შემდეგ შეშფოთებული, 33 წლის, 2 ქალიშვილის დედა დამდგარა ჯანსაღ დიეტაზე, რაშიც მიეხმარა მეუღლე, რომელიც ერთ დროს ფიტნეს-ტრენერი ყოფილა. ელისონი ასევე კუჭის მასაჟის პროცედურებზე დადიოდა, არ მიირთმევდა მავნე და კალორიულ საკვებს და ძალიან სწრაფი ტემპით იკლო წონაში.


image
imageimage



ელისონი ბედნიერია ყველა ასპექტით- განაახლა ურთიერთობა მეგობრებთან, მოეწყო სამსახურში, შეამცირა საკვების ხარჯი თვეში 256 $-ით, შეუძლია ზღვაზე დასასვენებლად წასვლა და საცურაო თეთრეულში გამოწყობა ისე, რომ აღარავინ დასცინებს.


image

image

image


"ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, მე მაქვს შანსი ცხოვრებისგან მივიღო მაქსიმალური სარგებელი"- ამბობს 39 წლის ელისონი.

3
217
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
217
  
2014, 9 აპრილი, 22:34
ყოჩაღ მის ნებისყოფას
2014, 9 აპრილი, 22:22
გაიტყიპები, შენ არაფერი გაქვს სადიეტო :P:P გაქრობას თუ აპირებ მასე გეთქვა :P:P
2014, 9 აპრილი, 22:17
მალადეც ამის დიეტა გაგვანდოს იქნებ
0 1 3