x
image
ბუბუ007
ბოდიბილდინგის უხელო მონაწილე ქალი
image

ბარბი გვერა გასაოცარი ქალია, იმისთვის არა რომ ის მიმზიდველია, არამედ ის ძლიერი მანდილოსანია .ამოვდროულად იგი არის ბოდიბილდინგის აქტიური მიმდევარი.ის 2 წლინახევრის ბავშვი იყო, როდესაც მაღალი ძაბვის გამტარი მავთული აიღო და რომელმაც სავალალო შედეგი გამოიღო, საჭირო გახდა ზედა კიდურების მოკვეთა, მაგრამ ეს არ გამოდგა წინაღობად ბარბისთვის და ზედმეტად დამაბრკოლებელი, რადგან მას შემდეგ ყველაფერს აკეთებს ფეხებით, რომელმაც ხელის ფუნქციაც შეითავსა.

ბარბის მშობლებს უკან არ დაუხევიათ თავისი შვილის გადასარჩენად, მათ იმედი ჰქონდათ, რომ თავისი ქალიშვილი შეძლებდა დამოუკიდებლად ცხოვრებას და ჩაერთვებოდა ყოველდღიური ცხოვრების რიტმში, მათმა რწმენამ და იმედმა გაამართლა.მალე ბარბი ჩაერთო აერობიკაში შემდეგ მისი მიზანი გაფართოვდა და დაკავდა ბოდიბილდინგით.მან მრავალ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საპრიზო ადგილს არავის უთმობდა.ბარბი წარმატებული გახდა ბოდიბილდინგში.

ეს განსაცვიფრებელი გოგონა აკეთებს ყველაფერს-თავად იცმევს, იკეთებს მაკიაჟს, სამზარეულოში “ფუსფუსებს'', მძღოლის ფუნქციასაც ითავსებს, ამ ყველაფერს ის აკეთებს ფეხების დახმარებით.


ბარბი გვერა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკური ნაკლის მიუხედავად ადამიას შეუძლია ყველაფრის გაკეთება და განხორციელება თუ მას გააჩნია ამ საქმისადმი სიყვარული და მიზანი მიღწეული იქნება......

0
27
4-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0