შოუბიზნესი როგორ ანებივრებს ორსულ ლელა მებურიშვილს მეუღლე? 2014, 6 აპრილი, 23:11 პოპულარული მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი ფეხმძიმედ გახლავთ. ის სულ მალე ვაჟის დედა გახდება. ლელას რჩეული ბაჩო საგანელიძეა. ის "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" დირექტორია, განათლება საზღვარგარეთ მიიღო. ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის ძმიშვილიცაა. ბაჩოს მსახიობი ეკრანზე ჰყავდა ნანახი და დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა მის გაცნობას, ჯერ ნანუკა ჟორჟოლიანთან გაარკვია იყო თუ არა ლელას გული დაკავებული, მოგვიანებით კი ეკო ფანგანის წყალობით, ვითომდა შემთხვევით გაიცნო ლელა. მსახიობი პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება, არ უნდა გული ეტკინოს. ლელამ დაქორწინებიდან ძალიან მალე აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. წყვილს ძალიან გაეხარდა, ბავშვი ორივეს ძალიან უნდოდა. სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. როგორც ექიმები ირწმუნებიან პატარა ბიჭია, თუმცა ვინ იცის ჯერ რა სიურპრიზს უმზადებს მშობლებს. ბაჩო მზრუნველი ქმარი აღმოჩნდა და ცდილობს ორსული მეუღლე შეძლებისდაგვარად გაანებივროს. "თუ რაღაც წამომცდა, მაშინვე ასრულებს. ვამბობდი, ახლა ეს მინდა–მეთქი, ისე, შემთხვევით, თორემ წუწუნით კი არა. შუაღამეც რომ ყოფილიყო, წამში ჩნდებოდა ის რაღაც. ღამით გამიღვიძია და დამინახავს ის, რაც მითქვამს. ახლა უფრო ვაკონტროლებ ჩემს სიტყვებს – შეიძლება რაღაც ვთქვა და ბაჩო 15–20 წუთით გაქრეს"-გვიამბობს ლელა. მსახიობი პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" აღარ ჩნდება. სცენარი მისმა ორსულობამ შეცვალა. კატო ამერიკაში გაემგზავრა დედასთან და დაქალებს სკაიპით ეკონტაქტება. სცენარისტების გადაწყვეტილებას ლელაც ეთანხმება, კატოს პერსონაჟს ორსულობა არ მოუხდებოდაო. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 1639 5-ს მოსწონს 2-ს არა
|