x
რა არის ატმოსფერული თანამგზავრი?

თანამედროვე სამყაროში ატმოსფერულ თანამგზავრებს უპილოტო ტვითმფრინავებს უწოდებენ. ამ საფრენ აპარატებს შეუძლიათ შეუსვენებლად იფრინონ ხუთი წლის განმავლობაში. კომპანია Titan Aerospace-მა განავითარა უპილოტო თვითმფრინავი Solara 50. ამ მოდელის სიგრძე 50 მეტრია. მის ზედაპირზე მოთავსებულია სამი ათასამდე სხვადასხვა ფოტოელემენტი, 7 კვტ სიმძლავრით. ეს სიმძლავრე საკმარისია 31 კილოგრამიანი ნივთის გადასატანად. თვითმფრინავს ერთი ძრავი აქვს, რომელიც ერთ ჭანჭიკზეა. ეს თანამგზავრი 20 კილომეტრის სიმაღლეზე მუშაობს. ეს მანძილი შემთხვევით არ არის შერჩეული. 20 კილომეტრის ზემოთ უკვე არ არის ღრუბლები, შესაბამისად ფოტოელენმენტებს შეუძლიათ უწყვეტ რეჟიმში გამოიმუშაონ ენერგია. იმისათვის, რომ თანამგზავრმა სიბნელეშიც შეძლოს ფუნქციონირება, ის აღჭურვილია აკუმულატორებით.

თანამგზავრის შემქმნელი კომპანია გეგმავს ეს აპარატი ფართო მიზნებისთვის გამოიყენოს. მათ შეუძლიათ გააკეთონ დედამიწის ზედაპირის აეროფოტოგადაღება დაბალ ფასად - მაგალითად 5 დოლარი ერთ კილომეტრში. დღესდღეობით ასეთი გადაღება 40 დოლარი ღირს. გარდა ამისა ზოგიერთი კომპანიები აპირებენ მსგავსი ტექნიკა გამოიყენონ დაკარგული თანამგზავრული კავშირების უზრუნველსაყოფად.


image

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0