x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
მე ხომ ჩემი მაქვს ჩემი საუნჯე.

მე ხომ ჩემი მაქვს, ჩემი საუნჯე,

რაც მალამაზებს და რაც მიხდება,

რაში მჭირდება სხვისი მიბაძვა?

სხვისი საუნჯე რაში მჭირდება.

ჩემი მერანი და მესაფლავე,

ჩემი დაისი, გრძნობა ჩართული,

ჩემი სამშობლო და დიდოსტატი,

ჩემი სული და ხორცი ქართული.

რაში მჭირდება სხვისი საუნჯე?

სხვისი მიბაძვა რაში მჭირდება?

მე ქართველი ვარ სულით და ხორცით,

მე ქართველობა ძლიერ მიხდება.

მე თვითონ ჩემი მაქვს მისაბაძი,

ჩემი გელათი, ჩემი სიონი,

ჩემი ჯვარი და სვეტიცხოველი,

ჩემი შოთა და გალაკტიონი.

ჩემი მთაწმინდა, ნიჭთა ედემი,

ჩემი დავითი და თამარქალი,

ჩემი მიხდება რაც გამაჩნია,

წარსული, აწმყო და მომავალი.

მე არ მჭირდება სხვისი საუნჯე,

სხვისი მიბაძვა სულს მიმახინჯებს,

ღმერთმა მიბოძა მე ქართველობა,

ყველა დიდებას რაც მომანიჭებს.

0
23
4-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
23