x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139080
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
როგორ შევარჩიოთ ინგლისური ენის კურსები

დღეს გიამბობთ ინგლისური ენის შესწავლის ერთ ისეთ მხარეზე, რომელიც თვალსაჩინო არ არის ყოველი სტუდენტისათვის.
შესაძლოა მკითხოთ, - “რად მინდა ეს”? მაგრამ, გეტყვით, რომ ეს არამარტო დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ინგლისური ენის შესასწავლი კარგი კურსები, არამედ ასევე გაიგებთ რატომ ვაწყდებით კურსებზეც ისეთსავე პრობლემებს, როგორიც გვექმნებოდა სკოლაში.

ადამიანთა უმრავლესობა სკოლაში, შემდეგ კი ინსტიტუტში სწავლისას აწყდება სხვადასხვა პრობლემას ენის შესწავლასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ისინი ისე ამთავრებენ სწავლას, რომ კიდევ არ იციან ინგლისური. მათი ნაწილი სწავლას თავს ანებებს, დანარჩენები კი ენის შესასწავლად მიდიან კურსებზე იმ იმედით, რომ იქ მაინც ისწავლიან ენას, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი იქაც იმავე პრობლემებს აწყდება. ადამიანები იხდიან ფულს, ცდილობენ, ხარჯავენ დროს – შედეგი კი შესაბამისი არ არის. მაშ, რა ხდება?

ამჟამად ინგლისური ენის შესასწავლი იმდენი კურსია, რომ მომხმარებელს კიდევ ერთი პრობლემა უჩნდება – არჩევანის პრობლემა. როგორც წესი, მომხმარებლები არჩევანს შეაჩერებენ ხოლმე ბაზრის ლიდერზე იმის რწმენით, რომ იქ ნამდვილად ისწავლიან ენას, მაგრამ ასეთი არჩევანი ყოველთვის არ ამართლებს.

მოდი, ვნახოთ ვინ მუშაობს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე. ეს ის ხალხია, ვინც 4-5 წლის განმავლობაში გარღმავებული პროგრამით სწავლობა ამ ენას და ისინი ამავე მეთოდიკით ცდილობენ შეგავასწავლონ ენა. ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რადგან მან ამ მეთოდით შეისწავლა ენა, მას შეუძლია წერა, კითხვა, საუბარი და აზროვნებაც კი ამ ენაზე. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მას ამისთვის დასჭირდა ხუთი წელი. ჩვენ გავქვს ამდენი დრო ენის შესასწავლად? ჩვენ შესაძლოა არ გვქონდეს ამდენი დრო და
ძალისხმევა. კურსების დროს მასწავლბელი შეამჩნევს, რომ მისი ბევრი მსმენელი “გაზარმაცდა” ან და მათმა ნაწილმა საერთოდ დაანება თავი მეცადინეობას. ის რა თქმა უნდა ჩათვლის რომ პრობლემა სტუდენტებშია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროგრამის ეფექტურობა თავის თავზე აქვს გამოცდილი.

პრობლემა არის სწორედ ის, რომ ჩვენ უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტებივით ვერ შევძლებთ 4-5 წლის განმავლობაში მთელი დღე მეცადინეობას. აქ შევდივართ ჩიხში.

თქვენ შესაძლოა იკითხოთ. კი მაგრამ, ხომ არიან ადამიანები ვინც ისწავლა? დიახ, რა თქმა უნდა არიან, მაგრამ მათი ცოდნის უკან დგას დიდი სურვილი, მონდომება, მძიმე შრომა და დრო, ზუსტადაც რომ 4-5 წელი. თქვენ გაქვთ ამდენი დრო?

ამასთანავე პრობლემები ამით არ მთავრდება, ხშირად უჩნდებათ ადამიანებს კომპექსები ჯგუფში მეცადინეობასთან დაკავშირებით. ზოგჯერ ერთი გაცდენილი გაკვეთილის გამო გვრჩება გამოტოვებული მასალა, რაც ხელს გვიშლის სწავლის გაგრძელებაში და ა შ.

რამდენიმე წლის წინ ევროპელმა ენათმაცნიერებმა ენების დაჩქარებული ტემეპებით შესწავლის ტექნოლოგის დამუშავება დაოწყეს, ამ მეთოდმა ევრიპაში მაღალი შედეგები აჩვენა და ახლა ჩვენთანაც ჩამოაღწია. ამ ტექნოლოგიის შედეგს წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებსაც ინგლისურ ენაზე შუძლიათ თავისუფლად წერა, კითხვა და საუბარი.

გინდათ იცოდეთ რატომ სწავლობენ (სკოლაში, ინსტიტუტში) ადამაინები 10 წლის განმავლობაში ენას? იმიტომ, რომ ამ ენაზე მათ იციან მხოლოდ წერა და კითხვა, მაგრამ არ იციან ლაპარაკი.

წყარო http://ucxoenebi.wordpress.com/2012/05/07/how_learn/

1
320
4-ს მოსწონს
ავტორი:ikaponka
ikaponka
320
  
2016, 29 ივნისი, 23:29
მე გირჩევ https://www.penpaland.com ენის გაცვლა დაფუძნებული ნახვა
Android:http://app.appsgeyser.com/Penpaland
0 1 1