სხვა რა ახდენს ჩვენს ტვინზე უარყოფით გავლენას? 2014, 1 აპრილი, 21:28
რაც დრო გადის, მით უფრო უკეთებთ საკუთარ თავს ანალიზს, რომ თქვენი მეხსიერება სუსტდება, რაც გამოწვეულია სამსახურებრივი გადაღლით ან სხვათა მიზეზებით. ჯერ გავიწყდებათ სად რა ნივთი დადეთ, შემდეგ- ვინმეს რაიმე დაპირდით, თუმცა ამაოდ... ახლობელს დაბადების დღე ჰქონია და... სტოპ! სტოპ! ძალიან შორს ნუღარ წახვალთ, ამ ყველაფერთან საბრძოლველად კი რამოდენიმე მარტივ მაგალითს გაგიმხელთ, რომელიც აუცილებლად დაეხმარება თქვენს ტვინს ჩვეულ ფუნქციაში.
1. არასაკმარისი ძილი. ეს ერთ-ერთი მიზეზი უკვე საერთაშორისო, გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო თითქმის უმეტესი ნაწილის პრობლემა უძილობა გახლავთ, რაც ეს უკანასკნელი არსებით და უარყოფით გავლენას ახდენს ტვინის უჯრედების ფუნქციურ რეჟიმზე და "დროდადრო" იწვევს მათ კვდომას. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, გარკვეული დროის 8-9 საათი აუცილებლად დაუთმეთ ძილს და თქვენი მეხსიერება და გონებრივი შესაძლებლობები ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება. 2. დილის საუზმე. ცოტა თქვენგანს თუ ახსოვს დილის საუზმე როდის მიიღო. არადა 10-ოდე წუთი რომ გამონახოთ წასახემსებლად ვიდრე სამსახურსა თუ თქვენს დანიშნულების ადგილებში წახვიდოდით, კარგი იქნებოდა. დილით უჭმელობა აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს სისხლის საერთო ნაკადს და ვეღარ ხდება ტვინთან საჭირო ოდენობის მინერალური მარილების, სისხლისა და საკვების მიწოდება, რაც იწვევს იშემიას. სწორედ ეს გახლავთ ტვინის ფუნქციის მოშლის ერთ-ერთი მიზეზი. 3. ჭარბი შაქარი. როგორც წინა ჩამონათვალში ავღნიშნე, შაქარი გარკვეული დონით ახდენს სასარგებლო ეფექტს სისხლზე და ტვინზე, თუმცა ჭარბი რაოდენობით მისი მიღება ასევე საზიანოა ორგანიზმისთვის, კერძოდ კი სისხლში შაქრის ნორმაზე მეტის შემცველობა ხელს უშლის ტვინში მკვებავი ნივთიერებების -ნუტრიენტების შეღწევას. ამიტომ მიიღეთ შაქარი მცირე დოზით და ჩაანაცვლეთ იგი შავი შოკოლადით, რომელიც სასრგებლოა ორგანიზმისთვის. 4. სტრესი. სერიოზული ემოციური სტრესი იწვევს ნეირონებს შორის კავშირის გაწყვეტას, რაც სწორედ ერთ-ერთი მიზეზია მეხსიერების დაბინდვისა და ინტელექტუალური პოტენციალის დაქვეითების. 5. ანტიდეპრესანტები და საძილე აბები. სტრესისა და უძილობის შემთხვევაში ძალიან ხშირად და ადვილად ნიშნავენ ანტიდეპრესანტებსა და საძილე აბებს, რომელთა მიმართ ხდება ორგანიზმი დამოკიდებული, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ეს აბები იწვევს მეხსირების გაურესებას და ხშირ შემთხვევაში ამნეზიასაც. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება სტრესსაც და უძილობასაც მიზეზთა აღმოფხვრით მიუდგეთ და ნუ გახდებით წამალზე დამოკიდებულნი. 6. მოწევა. ცხადია ის, რომ მოწევა მავნებელია როგორც ფილტვისთვის, კბილებისთვის და გულისთვის, ასევე მავნებელია თქვენი ტვინის ნორმალური ფუნქციისათვის, ვინაიდან მწეველთა შემთხვევაში ხდება თამბაქოს გავლენით ტვინის უჯრედების შევიწროვება, ნივთიერება ნუტრიენტების მკვეთრი დაქვეითება და იზრდება "ალცჰეიმერის" დაავადების რისკი. 7. მზის ენერგია. მზის სხივების არასაკმარისი შეხება იწვევს შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითებას. ულტრაიისფერი სხივები აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, კერძოდ კი ხელს უწყობს ჟანგბადისა და ნუტრიენტების სწორ მიმოქცევას. ასევე მზის სხივები ხელს წყობს ისეთი ჰორმონების გამომუშავებას, რაც გავლენას ახდენს თქვენს დადებით ხასიათზე. ამიტომ ხშირად მიეფიცხეთ მზეს და ისეირნედ სუფთა ჰაერზე. 8. წყლის უკმარისობა. წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ანუ მისი დეფიციტი იწვევს ტვინის უჯრედებში არსებული წყლის დაშრობას და ტვინის შევიწროვებას, რაც უპირველესი მიზეზია უნარი ნულ ფუნქციამდე დაიყვანოს. ამიტომ რეკომენდირებულია დღეში 2 მლ-ლიტრი წყლის მიღება. 9. ბევრი ინფორმაციის მიღება. წლიდან-წლამდე რამდენ სიახლეს ვეცნობით და ვიმახსოვრებთ, თუმცა კიდევ წლების მატებასთან ერთად ჩვენი ეს უნარი დაქვეითებას იწყებს. ჭარბი რაოდენობით სიახლის შეწოვას ვეღარ ახერხებს ტვინი და იგი მხოლოდ ცალსახად რეაგირებს. ამიტომ ნუ გადაიტვირთავთ გონებას, ყველაფერი ეტაპობრივად შეიმეცნეთ. 10. უამრავი დავალება. "კიდევ ერთი" საერთაშორისო გლობალიზაცია- უამრავი დავალება ერთდროულად. ერთდროულად სხვადასხვა საქმის კეთება სახლი იქნება ეს თუ ოფისი, იწვევს ტვინის გადახურებას და გადაღლას, რაც ასევე მის ფუნქციურ მოშლაზე ახდენს გავლენას. 519 18-ს მოსწონს
|