შოუბიზნესი ნინა სუბლატს ახალი სამშობლო აქვს-ამერიკა 2014, 31 მარტი, 20:03 "საქართველოს ვარსკვლავი 2013" ნინა სუბლატი ერთ-ერთი პოპულარული მომღერალია. გოგონას პედაგოგთან არასდროს უვლია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეძლო ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულ პროექტში გამარჯვება. ნინა გამარჯვებიდან სულ მალე დაქორწინდა. მისი რჩეული მუსიკოსი გიორგი შამანაური გახლავთ. მომღერლისაგან ოჯახის შექმნას არავინ მოელოდა, რადგან გიორგისთან ურთიერთობა სულ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 13 წელია. ნინას მტკიცებით, ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში ხელს სულაც არ უშლის, პირიქით მის სამეგობროში ბევრი უფროსი ასაკის ადამიანია. გიორგისთან ურთიერთობა ისე დავიწყე მისი ასაკით არც დავინტერესებულვარო. ნინა ახლა ამერიკაში იმყოფება. მასაც და მის მეუღლესაც საქმიანი წინადადებები და შეხვედრები ჰქონდათ. მომღერალი აპირებს მეორე ალბომი სწორედ ამერიკაში წარადგინოს. ნინა ამერიკელი ხალხით მოხიბლულია, აქ ემოციებს არასდროს მალავენ და კომპლიმენტებსაც არ იშურებენო. ნინა საკუთარ სამშობლოდ უკვე ამერიკას მიიჩნევს. "ხვალ პირველად ჩავდივარ ნიუ-იორკში, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ამდენი წელი ლტოლვილი ვიყავი და როგორც იქნა ვუბრუნდები მიწა-წყალს"-წერდა ნინა სოციალურ ქსელში. თუ შანსი მიეცემა მომღერალი კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს. "ვფიქრობ, შენი სამშობლო ისაა, სადაც ცხოვრება ყველაზე მეტად მოგწონს. ამასთან, სამშობლო ხელს უნდა გიწყობდეს საქმეში, თბილისის მუსიკალური სფერო კი, ასე ვთქვათ, კომუნისტურია, რომელსაც უცოდინარი ხალხი მართავს. უამრავ ახალგაზრდას აქვს ზღვა შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს იმის საშუალება, რომ ცოდნა გამოავლინოს, პროფესიულად განვითარდეს. აქ კი სხვაგვარადაა, მთავარია, შრომისმოყვარე იყო, ცოტაოდენი იღბალი გქონდეს და წარმატებას მიაღწევ"-ამტკიცებს ნინა. 74 3-ს მოსწონს 1-ს არა
|