სხვა როდის როგორი ბეჭდის ტარებაა უფრო სასურველი 2014, 30 მარტი, 21:42 სამკაულების ტარება თითქმის ყველა ქალს უყვარს, ეს ფაქტია. ფსიქოლოგების აზრით ამის თავისი მიზეზები აქვს, ერთია სურვილი იგრძნონ თავი სოცილაურად უფრო დაცულად, მცდელობა გამოიყურებოდე ლამაზად და რაც ყველაზე მთავარია, მოეწონო საპირისპირო სქესს. შუა საუკუნეებში ბეჭდებით მთლიანად იფარავდნენ თითებს, მაგრამ თანამედროვე ეტიკეტს სხვა მოთხოვნები აქვს. მაგალითად, ყოველდღიურ სატარებლად ირჩევენ თხელ და მინიმალური დიზაინით გაფორმებულ ბეჭდებს. რა თქმა უნდა ყოველდღიურად მასიურთვლიანი ბეჭდის ტარება არასასურველია. თუკი თქვენ აპირებთ მაღალი წრის თავშეყრაზე წასვლას შეგიძლიათ გაიკეთოთ მცირე ზომის თვლიანი ბეჭედი, ოღონდ შეეცადეთ შესაძლებლობის მიხედვით ბეჭდის თვლის ფერი იყოს ნეიტრალური, არა კაშკაშა და ბრჭყვიალა. თანამედროვე საქმიან ქალებს ფსიქოლოგები ურჩევენ შემოიფარგლონ მხოლოდ ნიშნობის ბეჭდის (რგოლის) ტარებით. ამით შესაძლებელია შევიქმნათ საიმედო და სერიოზული ადამიანის იმიჯი. საღამოს მოდა კი იძლევა თქვენი ხელოვნების მეტად წარმოჩენის საშუალებას. აქ შეგიძლიათ გაიკეთოთ ბრილიანტისთვლიანი, ასევე მასიური ქვებით გაფორმებული ბეჭდები. არ დაგავიწყდეთ მასიურთვლებიანი ბეჭდების გაკეთების შემთხვევაში შეუხამოთ ქვის ფერს ფრჩხილის ლაქი. მიუღებელია სხვადასხვა ლითონისგან დამზადებული ბეჭდების გაკეთება ერთდროულად, მაგალითად ოქროსა და ვერცხლის. 73 შეფასება არ არის
|