x
image
ლეელ
გაზაფხული - ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი
image
გაზაფხული- ყველაზე მშვენიერი წელიწადის დროთაგან. ქვეყნად არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს სეზონი არ უყვარს. ამ დროს ხომ ყველაფერი ასმაგად ლამაზია. იღვიძებს ბუნება და მასთან ერთად ადამიანები. არე-მარე ივსება ნათელი ფერებით, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ საამური სუნი ტრიალებს და ჩვენ, ადამიანებს, ყნოსვა უფრო გამძაფრებული გვაქვს. ო, რა სასიამოვნოა ახლად ამოსული აბიბინებული ბალახის სუნი, მორცხვი იის ნაზი სურნელება, აყვავებული ხეხილი ხომ გათრობს და გატკბობს.

image

ბედნიერებაა დილით ჩიტების ჭიკჭიკი რომ გაღვიძებს, და არა საზარელი მაღვიძარა, თუნდაც მთელი ღამის უძინარი იყო.

image



გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ადამიანებიც ლამაზდებიან (ბუნებაზე აღაფერს ვამბობ-ავტორი): თვალები უჩვეულოდ უცინციმებთ, ბაგეებზე ნაზი ღიმილი დასთამაშებთ, გუნაბა-განწყობა ამაღლებული აქვთ, თავს გრძნობენ ლაღად და მსუბუქად.


image


ცხოვრებას სხვა თვალით უყურებენ: გულში იმედი ჩნდება, ისახება ახალი მიზნები და იბადება ახალი იდეები. გულიც სხვაგვარად ფეთქავს, უფრო აჩქარებით, სისხლი გამალებით ჩქებს და რბის, როგორც არაგვი არაგვიანი. აღარ სურს ადამიანს სახლში ჯდომა, სამსახურში წასვლა, უნივერსიტეტსა და სკოლაში სიარული, როცა გარეთ ბუნების ზეიმია, ძნელია გაჩერდე ერთ ადგილას და საქმეს დაუდო გული. გსურს ველად გაჭრა, რათა იგრძნო, რომ ბუნების ნაწილი ხარ, მისი განუყოფელი ნაწილი. რაც უფრო დაშორდები და განუდგები მას, დროთა განმავლობაში მიხვდები: არარა ყოფილა შენი ცხოვრება მის გარეშე; დაფიქრდი და მიხვდები, რომ შეგეძლო შენი ცხოვრება უკეთესად წაგემართა, უფრო ხალისიანი და ბედნიერებით აღსავსე ყოფილიყო.

image


და თუ შენ, მკითხველო, ჩემი ნათქვამი არ გჯერა, მაშ გაზაფხულის ერთი მშვენიერი დღე აჩუქე შენს თავს; შეუერთდი ბუნებას და დატკბი მისით.

image


თუ კარგად ჩაუკვირდები, ნათლად დაინახავ:მხოლოდ გაზაფხულის დღეებს შეუძლიათ მთელი წელი გამყოფოთ ბედნიერებითა და სიყვარულით აღსავსე. ადამიანებს ეხლა, თუნდაც ასეთ ავდრიან დღეებში, არ გაქვთ მოწყენისა და დადარდიანების უფლება. ამჟამად მხოლოდ დადებითი ემოციებით, სიყვარულითა და სიხარულით უნდა აივსოთ გული. პრობლემები გაატანეთ ცივ და მკაცრ ზამთარს. ნუ წაართმევთ თქვენს თავებს ბედნიერებას. თქვენ მას იმსახურებთ.

image

და ბოლოს: გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია!!!


სიყვარულით ლეელ!

19
15564
10-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
15564
  
2017, 23 აპრილი, 12:49
მაგარია
2017, 20 მარტი, 23:34
მახსოვს, მახსოვს, აპა არ მახსოვს?:D
2017, 20 მარტი, 12:21
:D :D :D გახოვს ეს???
2014, 30 მარტი, 20:43
:* :* :* მიხარია
2014, 30 მარტი, 19:24
ძალიან თბილი და გემრიელი სტატიაა... რა კარგია რომ ჩემს გულში სულ გაზაფხულია :) ♥
2014, 30 მარტი, 14:42
როგორი?
2014, 30 მარტი, 14:42
გაზაფხული ჯერჯერობით მხოლოდ კალენდარზეა
2014, 30 მარტი, 14:42
:D :D :D ჰაჰაჰაჰჰა :D შე ჩემ ნაირო :D მეც სულ მაგას გავიძახი :D ოღონც ცოტა ხვანაირად :D გენიოსი ვარ და როგორც ყველა გენიოსს სიკვდილის მერე მეც დამაფასებენ :D
2014, 30 მარტი, 14:41
კალენდარი არაფერ შუაშია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10