სხვა ტომი, რომელიც თვითმფრინავს შუბით იგერიებს(+ ფოტოები) 2014, 30 მარტი, 12:20
ბრაზილიაში, მდინარე ამაზონის აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხოვრობს ხალხი, რომლებიც თვითმფრინავის დანახვაზე ჩალით გადახურულ სახურავს შეფარებია და ხისგან გაკეთებულ შუბს იმარჯვებს მის მოსაგერიებლად. სურათები ამ კვირის დასაწყისში თვითმფრინავიდან გადაიღეს ბრაზილიის ჯუნგლებში პერუს საზღვართან. ამ ტომს საერთოდ არ აქვს არანაირი კავშირი ცივილიზაციასთან. ტომი 200-მდე ადამიანს ითვლის. მათ თავისი შემოსაზღვრული საზღვარი აქვთ სახელმზიფოს შიგნით და არ არღვევენ მას. მთავრობა ცდილობს დაამყაროს მათთან რაიმე ურთიერთობა, მაგრამ საპასუხო შედეგს ვერ აღწევს. ისინი აკონტროლებენ თავიანთ ტერიტორიას და ხელს უშლიან სახელმწიფოს ტყის დამუშავებაში, ნადირობაში, მეთევზეობასა და სხვა საქმიანობაში. ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ აშანიკის ტომის ხალხები, რომელთა ბელადებსაც აქვთ იშვიათი, მაგრამ აუცილებელი ურთიერთობა სახელმწიფოსთან. ესენი, კი საერთოდ არ შემოდიან კონტაქტში. როგორც სურათებიდან ჩანს, ტანისამოსი არ აცვიათ, მხოლოდ ფოთლების საფარს იყენებენ და ჭამითაც მხოლოდ ბანანით, არაქისით და მცენარეული საკვებით იკვებებიან. საცხოვრებელიც მხოლოდ წვიმისგან თავდასაცავად სჭირდებათ. 425 3-ს მოსწონს
|