სად მკურნალობს სალომე ჭაჭუა და შეძლებს თუ არა ის ცეკვას?
2014, 29 მარტი, 21:40
მოცეკვავე სალომე ჭაჭუა საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გაიცნო და მალევე შეიყვარა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სალომეს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. მას ხერხემლის პრობლემები აქვს და ტკივილებიც სტანჯავს. საქართველოში მას გარანტიას ვერავინ აძლევდა, რომ ოპერაციის შემდეგ მისი ხერხემალი დატვირთულ გრაფიკს გაუძლებდა და ცეკვას კვლავ განაგრძობდა. მოცეკვავე საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა, შვეიცარიაში თიაქარს ნემსით აქრობენ და გარანტიასაც იძლევიანო. სალომესთვის ცეკვა ყველაფერია, მამის თხოვნით უნივერსიტეტშიც ჩააბარა, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია, ცეკვას საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს უთმობდა და დაუღალავად ცდილობდა კარგი შედეგის მიღებას. ახლა კი როდესაც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავეა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სალომე ჯერ საზღვარგარეთ არ წასულა, თბილისშივე მკურნალობს. შესაძლოა აქაურმა მკურნალობამაც გამოიღოს შედეგი და საზღვარგარეთ წასვლა აღარ დასჭირდეს. ის ახლა მასაჟებითა და დაჭიმვით მკურნალობს. შეძლებს თუ არა სალომე ძველი დატვირთვით ვარჯისსა და ცეკვას ჯერ უცნობია. სალომე დაქორწინებულია მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე. ურთიერთობა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით დაიწყეს, თუმცა მაშინ ორივეს ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრება. პროექტის დასრულების შემდეგ კი საკუთარი რომანის შესახებ გვამცნეს. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ ჯვარი დაიწერა და მოკრძალებული, მაგრამ ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა.
თავს უშველა