შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილისა და ანრი ჯოხაძის "თიანეთური დღეები" (+ფოტოები) 2014, 28 მარტი, 23:05 შორენა ბეგაშვილი იმ პოპულარულ ქართველთაგანია, რომელთა შესახებ საზოადოებას ყოველთვის ყველაფერი აინტერესებს. შორენა რამდენიმე საქმიანობას ერთმანეთს უთავსებს, მსახიობი, ფოტომოდელი და ტელეწამყვანი გახლავთ. სულ ცოტა ხნის წინ ის ანრი ჯოხაძის კლიპში გადაიღეს, რამაც მსახიობი და მომღერალი დაახლოვა. ანრიმ და შორენამ რამდენიმე დღე თიანეთში გაატარეს. როგორც ანრიმ აღნიშნა მიზეზი გადაცემა "პროფილის" გადაღებები გახლდათ . ინტერნეტსივრცეში გავრელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ანრიმ და შორენამ ისე იცხოვრეს, როგორც ყველა ცხოვრობს სოფელში. რაც მათ თიანეთში მცხოვრებთაგან გამოარჩევთ ეს ბრენდული სამოსია. თეთრ ზედაში გამოწყობილი შორენა ბოსლის სუნმა შეაწუხა, ძროხაც მოწველა, მატყლიც გაჩეჩა და ხინკალიც მოამზადა. რამდენიმე დღის წინ ანრი ჯოხაძემ შორენას ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "შორენა ბედი გაგეხსნა მგონი და შეიძლება მალე თიანეთელი შორენა ძალო გახდე". ფოტომ და ანრის კომენტარმა საზოგადოება ძალიან გაახალისა. უცნობი მამაკაცი სავარაუდოდ მსახიობის თაყვანისმცემელი ან გულშემატკივარია. "ბიჭი ჯობიაო"-ამტკიცებენ ზოგიერთები, შორენას "თიანეთელ ძალოს" ამპლუაში წარმოდგენა კი ბევრისთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს პირველი უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ევა ბარბაქაძე, რომელიც დედის მესაიდუმლე და მეგობარია.. ვუსურვოთ ანრის და შორენას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 488 2-ს მოსწონს 1-ს არა
|