გასული საუკუნის, 90 წლებში სამსუნგმა გამოუშვა კონდენციონერები და იაფასიანი ტელევიზორები. კომპანიის საქმეები საკმაოდ კარგად მიდიოდა, მანამ სანამ არ დაიწყეს მობილური ტელეფონების წარმოება. 1995 წელს კომპანიის უფროსმა - ლი კუნ ჰიმ ახალი ტელეფონის ნიმუშები საახალწლო საჩუქრებად გაუგზავნა გავლენიან მეგობრებს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ეს ტელეფონები არ მუშაობდა. ლიმ ეს ამბავი ძალიან წყნარად მიიღო, სასწრაფოდ გაემგზავრა ქალაქ გუმში, სადაც მისი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო მდებარეობდა და შენობიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო. თავდაპირველად მან საწარმოს 2000 თანამშრომელი აიძულა, რომ გაეკეთებინათ სახვევები წარწერით „ჯერ-ხარისხი!“. შემდეგ ყველა შიდა ეზოში გაიყვანა, სადაც ერთ დიდ "გორად" ეყარა უკვე გამზადებული პროდუქცია - მობილურები, ფაქსები... ტექნიკის საერთო ფასმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა. ეზოშივე იჯდა დირექტორთა საბჭოც ლი კუნ-ჰის თავჯდომარეობით, მათ თავზე ჩამოკიდებული იყო აბრა „ხარისხი- ჩემი სიამაყეა!“. თანამშრომლების თვალწინ 10 მუშა ამ ტექნიკის „გორადან“ სხვადასხვა ნივთს იღებდა. ჯერ ნაწილებად ამსხვრევდნენ შემდეგ კი დიდ ცეცხლში აგდებდნენ. ცოტა ხანში 50 მილიონის პროდუქცია სულ ფერფლად იქცა. ლის გაკვეთილს ტყუილად არ ჩაუვლია. ახლა საწარმოს დირექტორი თავად ამოწმებდა ყველაფერს. პროდუქციის ახალ მოდელებს ის კედელს ესროდა და ფანჯრიდან აგდებდა. ერთხელ მობილურ ტელეფონს მანქანითაც გადაუარა - ტელეფონმა განაგრძო მუშაობა.