საზოგადოება ფოტოები, რომლებიც დაგიბრუნებთ სიყვარულის რწმენას. 2014, 28 მარტი, 11:01 სიყვარული ეს ის ერთადერთი წყაროა, რომელიც არასოდეს დაშრება. სიყვარული უბრალოა, არ ემორჩილება ანგარებას, ამპარტავნებას. ის არის ერთ სხეულში ორი სული, რომელიც აგვამაღლებს, სიცოცხლის ხალისსა და ფერებს გვმატებს. როდესაც გგონია, რომ გულის ფეთქვა არასოდეს გაჩერდება სანამ ის არსებობს შენში და კიდევ რამდენი სიტყვა წარმოთქმულა "მის" შესახებ, რომლებიც არცერთი თქვენგანისთვის ახალი და უცხო არ არის, თუმცა იქნება თქვენში ისეთიც, რომელთაც ამ მარადიული, უსპეტაკესი გრძნობის მიმართ რწმენა დაკარგა. ნუ ჩამოუშვებთ თავს, ვინაიდან ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის და ის თქვენ აუცილებლად გეწვევათ, მანამდე კი გიტოვებთ ფოტოებს, რომლებიც ფოტოგრაფთა მიერ არის გადაღებული და სწორედ რომ შეყვარებულ წყვილს ეკუთვნით, იქნებ მათი ცქერით ჩაგესახოთ იმედი და ახლო მომავალში თქვენთვისაც გამოანათოს მზემ და იპოვოთ "ის ერთადერთი".
1. ყველასათვის კარგად ნაცნობი წყვილის მეზღავური George Mendonsa-სა და ექთანი Greta Friedman-ის კოცნა წლების შემდეგაც უცვლელი გრძნობით. 2. 98 წლის Donald Smiterman-ი კოცნის თავის მეუღლე Marlene-ს ცეკვის შემდეგ. 3. მამა-შვილის ფოტოსესია კიბოთი დაავადებული დედის გარდაცვალების შემდეგ. 4. 2011 წლის 15 ივნისის, შეყვარებული წყვილის ფოტო კოცნის დროს ქალაქ ვანკუვერში არეულობის დროს. 5. ცოლ-ქმარი საკუთარი სახლის ნანგრევებთან, რომელიც ტორნადომ (ქარბორბალა) გაანადგურა. 6. მაროკოს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე მისული წყვილი კოცნით გამოხატავს პროტესტს იმ კანონისთვის, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივ ადგილებში ასეთი სიახლოვის აკრძალვას. ფოტოზე ნათლად ჩანს კანონდამცველი როგორ ცდილობს მათი კოცნის შეჩერებას. 7. ამ ქალბატონის მეუღლე დაიღუპა, თუმცა იგი კვლავ განაგრძობს ვახშმობას იმ დაწესებულებაში, სადაც უწინ ყოველ დღე ერთად სადილობდნენ. 8. Taylor Morris-ი, რომელმაც დაკარგა ომში აფეთქების შედეგად ოთხივე კიდური, მეუღლე daniella-სთან ერთად. 9. მამაკაცი ასწავლის ანბანს თავის საყვარელ ქალს, რომელმაც უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა მეხსიერება და ცნობიერება. 10. ფილიპინელმა წყვილმა ქორწილი არ გადადო წყალდიდობის გამო. 11. გახარებული წყვილი მას შემდეგ, რაც ტორნადოს შემდეგ სახლის ნანგრევებში იპოვეს საოჯახო არქივი უვნებელი. 12. სამხრეთ კორეაში ერთ დღეს 5000-ზე მეტმა შეყვარებულმა წყვილმა იქორწინა. 132 11-ს მოსწონს
|