საბუნებისმეტყველო ალბინოსი მაიმუნი-ის მთლად თეთრია და უჩვეულოდ გამოიყურება(+ საოცარი ფოტოები) 2014, 27 მარტი, 21:41 ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი თავისზე ორჯერ უფროსებს არ უდებს ტოლს. მაიმუნის პატარა ალბინოსი სამხრეთ აფრიკის კრიუგერის ნაციონალურ პარკში დააფიქსირეს. ის დამსვენებლებმა აღმოაჩინეს და ფოტოაპარატის ფირზე აღბეჭდეს.
ტურისტების ჯგუფი კრიუგერის პარკში დასეირნობდა და მაიმუნების ჯგუფს აკვირდებოდა, როცა ეს პატარა საოცრება გადმოხტა. მისი დაფიქსირება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. პატარა ალბინოსი თვითონ გადმოხტა იმ ადგილზე საითაც კრისტი სტრევერს აპარატი ჰქონდა მომარჯვებული.
ველურ ბუნებაში ალბინოს პრიმატებს ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით. ეს კი იმის ბრალია, რომ ყველა ცხოველი თავისი ფერით საცხოვრებელ გარემოსთან კარგადაა შეგუებული. ალბინოსებს კი განსხვავებული შეფერილობის გამო უჭირთ დამალვა და თავის დაცვა. ისინი მხეცების მსხვერპლნი ხდებიან.
ქალბატონი სტრევერი გვიყვება: " ფოტოებს ვიღებდი, როცა ეს პატარა "ბომბა" ბუჩქებიდან გადმოხტა და თან თავის მეგობრებს ეთამაშებოდა. ის ძალიან საყვარელი იყო. მათი ყურებით დიდი სიამოვნება განვიცადე. თვალს ვერ ვაშორებდა. როგორც კი შემნიშნა, ტყვიანაკრავივით გადახტა და ჯგუფს შეერია.
მაიმუნების ჯგუფი ჩვეულებრივ, აუღელვებლად იქცეოდა. მათ შორის კი პატარა თეთრი მაიმუნი აშკარად გამოირჩეოდა. ნაცრისფერ მაიმუნებში სულმთლად თეთრმა პატარამ მინიატურული თოვლის კაცი მომაგონა. ეს ჩემი დასვენების ბოლო დღე იყო და ასე საოცრად დამთავრდა". ალბინიზმის გენს ყოველი 70-ე ადამიანი ატარებს. მაგრამ 17 000-დან მხოლოდ ერთი იბადება ასეთი. ალბინოსები ყველანაირად ჯანმრთელები არიან, მხოლოდ ერთადერთი პრობლემა მათთვის არის მზე, რადგან კანი ადვილად ეწვებათ. ალბინოს ცხოველებს ზოოპარკში მზისგან დასაცავ მალამოებს უსვამენ. მათი თვალის შეფერილობა არის წითელი ან მოცისფრო მოყვითალო. დღის სინათლეზე ხედვა უჭირთ, მაგრამ სამაგიეროდ ღამით ხედავენ კარგად. ალბინოსი ცხოველები და ფრინველები სრულიად თეთრები არიან, ნისკარტიდან კუდსა და კლანჭებამდე. 156 5-ს მოსწონს
|