x
image
WhiteBlack
კაცი საკუთარი სახლის ეზოში დაიკარგა

imageავსტრალიაში ქალაქ დარვინის მცხოვრებს უცნაური რამ დაემართა - იგი საკუთარი სახლის ეზოში დაიკარგა, როდესაც თავის ძაღლს ეძებდა. იმ მომენტში მამაკაცი ცოტა ნასვამი იყო.
გაზეთ „Northern Territory“_თვის მიცემულ ინტერვიუში ჯეისონმა განაცხადა, რომ ამ სახლში
საცხოვრებლად ორი კვირის უკან გადავიდა, ამიტომ კარგად არ იცნობდა იქაურობას. 2014 წლის 3 მარტს, გვიან საღამოთი ეზოდან ძაღლის ყეფის ხმა მოესმა. თან აღიარა, რომ მანამდე 2 ქილა ლუდი ჰქონდა დალეული. ძაღლის მოსაძებნად იგი გავიდა სახლიდან შორტითა და მობილური
ტელეფონით ხელში, თუმცა რამდენიმე წუთში თავად დაიკარგა მცენარეებში. მობილურით პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ საკუთარ ეზოში იყო დაკარგული, რა თქმა უნდა, ოპერატურმა არ დაიჯერა და სთხოვა ჯეისონს, მეორედ აღარ დაერეკა. უკვე მეორე ზარის შემდეგ გაგზავნეს სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მისულ პოლიციას ბუჩქებში მძინარე ჯეისონი დახვდა, რომელიც სახლში გადაიყვანეს. მოგვიანებით მამაკაცმა განაცხადა - „მე ისეთი იდიოტი ვარ, რომ მიჭირს ამის დაჯერება. მადლობა ღმერთს, რომ
ყველაფერი კარგად დასრულდა".

imageპ.ს სხვათაშორის, ავსტრალიაში ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი საკუთარ მიდამოებში დაიკარგა. რამდენიმე წლის წინ ქალაქ მელბურნის მცხოვრებსაც იგივე ისტორია გადახდა თავს.

0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0