x
თვალის წვეთები ლინზებისთვის

თვალის წვეთები საჭიროა სიმშრალისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. მათ კონტაქტური ლინზების ტარების დროს პირდაპირ თვალში იწვეთებენ. მათი გამოყენება შესაძლებელია თვალიდან მავნე ნივთიერებების გამოსარეცხად.

თვალის წვეთებიყველა პაციენტს არ ესაჭიროება თვალის წვეთები. ამიტომ ექიმები ძირითადად უნიშნავენ მათ, ვისაც აქვთ სიმშრალე და დისკომფორტი. ეს წვეთები ესაჭიროებათ:


*პაციენტებს, რომელთაც აქვთ თვალის სიმშრალე, რაც აიხსნება თვალის საცრემლე სითხის თავისებურებით;
*მათთვის, ვინც მუშაობს მშრალ ატმოსფეროში ან ქარიან ამინდში;
*მათ, ვისაც უჭირს თვალიდან ლინზის ამოღება;
*ხანგრძლივი ტარების შემთხვევაში, როდესაც ხდება ლინზების დეჰიდრატაცია(სითხის დეფიციტი) ძილის დროს (ამ შემთხვევაში ზოგიერთი პაციენტი დაწოლამდე იწვეთებს თვალში წვეთებს, რათა თავიდან აირიდოს დილით დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული შეგრძნებები);
*ალერგიული სიმპტომების დროს;
*ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთაც დაქვეითებული აქვთ საცრემლე სითხის გამოყოფის ფუნქცია;
*მათ, ვინც იღებს ორალურ წამლებს, რომლებიც აუარესებენ საცრემლე სითხის გამომუშავებას;
*მათ, ვისაც დღის განმავლობაში თვალები ეღლებათ;

ნოელ ბრენანმა და ნათან ეფრონმა ჩაატარეს კვლევა, რათა გამოევლინათ სავარაუდო პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ქავილი, სიმშრალე ან ცრემლიანობა. ანალიზი გაუკეთდა რბილი კონტაქტური ლინზების 104 მომხმარებელს. შედეგად დადგინდა, რომ:

*სიმშრალე უფრო ხშირია, ვიდრე ქავილი და ცრემლიანობა;
*ქალები, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს, უფრო მეტად განიცდიან, სიმშრალესა და ქავილს, ვიდრე ისინი, ვინც არ გამოიყენებს ამ კონტრაცეპტივებს;
*სიმშრალეს ძირითადად უჩივიან ის პაციენტები, რომლებიც იყენებენ 6 თვე და მეტი ხანგრძლივობის ლინზებს.

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:ლინზები
ლინზები
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0